„ენბისი ნიუსი“: აშშ-მა უკრაინისთვის „პეტრიოტის“ სისტემების და „სტინგერის“ რაკეტების მიწოდება შეაჩერა

რაკეტები

აშშ-მა უკრაინისთვის „პეტრიოტის“ სისტემების და „სტინგერის“ რაკეტების მიწოდება შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას „ენბისი ნიუსი“ ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, შეჩერებულია ათასობით 155 მმ-იანი ჰაუბიცის საბრძოლო მასალის, 100-ზე მეტი „ჰელფაიერის” რაკეტის, 250-ზე მეტი ზუსტი მართვადი რაკეტების სისტემა „ჯიემელარსის”, „ეიაიემის” ჰაერი-ჰაერი ტიპის რაკეტების და ყუმბარმტყორცნების მიწოდება.

„ენბისი ნიუსი” წერს, რომ აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, პიტ ჰეგსეთმა უკრაინაში რაკეტებისა და საბრძოლო მასალის გაგზავნის შეჩერების ბრძანება გასცა, აშშ-ის სამხედრო მარაგებთან დაკავშირებული შეშფოთების გამო. ჰეგსეთმა გადადების ბრძანება რამდენიმე კვირით ადრე გასცა, მას შემდეგ, რაც მან გამოსცა მემორანდუმი, რომლითაც აშშ-ის საბრძოლო მასალის მარაგის გადახედვას ითვალისწინებდა.