მათემატიკის გამოცდაში აბიტურიენტების 16%-მდე ჩაიჭრა – როგორია 2025 წლის მონაცემები ყველა საგანში
1755686168
მომდევნო 15 დღე უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებისთვის კრიტიკული იქნება, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
„მომდევნო 15 დღე აბსოლუტურად კრიტიკულია ჩვენთვის, რათა დავასრულოთ მუშაობა ამერიკელებთან და მივცეთ შინაარსი ამ უსაფრთხოების გარანტიებს“, – აღნიშნა მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, თეთრ სახლში შეხვედრებისა და დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის ალასკაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, მოკავშირეები მზად არიან, იმუშაონ უსაფრთხოების გარანტიების ახალ ფორმატებზე.
„ბოლო დღეებში დიდი ცვლილება, რაც მოხდა, არის ის, რომ ტრამპი მიხვდა უკრაინის უსაფრთხოების გარანტირების აუცილებლობას“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
მაკრონის თქმით, პარტნიორი ქვეყნები, კერძოდ, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და თურქეთი, მზად არიან უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად „ოპერაციებისთვის ჰაერში, ზღვასა და ხმელეთზე“, მაგრამ არა ფრონტის ხაზზე.
ამასთან, მაკრონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მომავალმა შეთანხმებამ უნდა უზრუნველყოს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ახალი აგრესიის თავიდან აცილება.