დონალდ ტუსკი: ჩვენც გვსურდა რომ უპილოტოების თავდასხმა პოლონეთზე შეცდომა ყოფილიყო, თუმცა ეს ასე არ არის

დონალდ ტუსკი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი მიიჩნევს, რომ რუსული დრონების პოლონეთის ტერიტორიაზე გამოჩენა შემთხვევითობა არ იყო.

„ჩვენც გვსურდა რომ უპილოტოების თავდასხმა შეცდომა ყოფილიყო, თუმცა, ვიცით, რომ ეს ასე არ არის“- წერს დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელში.

ამ პოსტით, პოლონეთის პრემიერი ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას ეხმიანება, სადაც მან პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსული დრონების შეჭრას შესაძლო შეცდომა უწოდა.