დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ მზად არის, რუსეთის ნავთობის მყიდველებისთვის, მათ შორის ჩინეთისა და ინდოეთისთვის ტარიფები 100%-მდე გაზარდოს, თუ ამას ევროკავშირიც გააკეთებს

trampi

 „ფრანს პრესის“ და „ფაინენშალ თაიმსის“ ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდნტი დონალდ ტრამპი მზად არის, რუსეთის ნავთობის მყიდველებისთვის,  მათ შორის ჩინეთისა და ინდოეთისთვის ტარიფები 100%-მდე გაზარდოს, თუ ამას ევროკავშირიც გააკეთებს.

წყაროების ცნობით, 9 სექტემბერს გაიმართა აშშ-ისა და ევროკავშირის მოლაპარაკებები, სადაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტელეფონით მიიღო მონაწილეობა.

ტრამპის თქმით, შესაძლებელია ტარიფების 50-100%-ის ფარგლებში გაზრდა რუსეთის ნავთობის მსხვილი მყიდველებისთვის, როგორებიცაა ინდოეთი და ჩინეთი, იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირი შემოიღებს ანალოგიურ ზომებს.

როგორც მან აღინიშნა, ეს ნაბიჯი განპირობებულია რუსეთის სახელმწიფო შემოსავლების შემცირების საჭიროებით, რომლითაც ფინანსდება ომი უკრაინის წინააღმდეგ.

ცნობისთვის, აგვისტოში დონალდ ტრამპმა ინდოეთისთვის ტარიფი 50%-მდე გაზარდა.