1755671335
დონალდ ტრამპი - ვოლოდიმირ ზელენსკი და ვლადიმერ პუტინი შეხვედრის ორგანიზების პროცესში არიან

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტები, ვოლოდიმირ ზელენსკი და ვლადიმერ პუტინი ორმხრივი შეხვედრის ორგანიზების პროცესში არიან.
აშშ-ის პრეზიდენტის განმარტებით, ორი ქვეყნის ლიდერებს შორის შეხვედრას აუცილებლობად მას შემდეგ მიიჩნევს, რაც ორივე მათგანს ინდივიდუალურად შეხვდა.
„ისინი ამ შეხვედრის ორგანიზების პროცესში არიან, ჩვენ უნდა შევაჩეროთ მკვლელობები, ძალიან ბევრი მკვლელობაა“, - აღნიშნატრამპმა.
მისი თქმით, სურს ნახოს, რა მოხდება შეხვედრაზე და რომ ეს, შეიძლება, სამმხრივ სამიტამდე მივიდეს.
„ასობით ათასი, შესაძლოა, მილიონობით ადამიანი გადავარჩინე, ეს კარგი შეგრძნებაა“, - განაცხადა აშშ-ის ლიდერმა.