„ბიჭი ადგა და ეზოში თავისი ფეხით გამოვიდა თურმე...“ - ტაძრის ისტორია, სადაც სასწაულები ახლაც ხდება
1755539309
უკეთესი იქნება, თუ პუტინი და ზელენსკი ჩემს გარეშე შეხვდებიან, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მარკ ლევინის შოუში განაცხადა.
„მე ძალიან წარმატებული შეხვედრა მქონდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ახლა ვფიქრობ, რომ უკეთესი იქნება, თუ ისინი ჩემს გარეშე შეხვდებიან, უბრალოდ რომ ვნახო, მინდა, ვნახო, რა მოხდება. იცით, მათ რთული ურთიერთობა ჰქონდათ, ძალიან ცუდი, ძალიან ცუდი ურთიერთობა. ახლა კი ვნახოთ, როგორ გაართმევენ თავს. საჭიროების შემთხვევაში, და ალბათ ასეც იქნება, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, მე წავალ და ალბათ შევძლებ შეხვედრის დასრულებას. უბრალოდ მინდა, ვნახო, რა მოხდება შეხვედრაზე. ასე რომ, ისინი შეხვედრის დაგეგმვის პროცესში არიან და ჩვენ ვნახავთ, რა მოხდება“, – განაცხადა ტრამპმა.