ასტროლოგები ასახელებენ წლის ფავორიტ ოთხ ზოდიაქოს ნიშანს
1770926762
დონალდ ტრამპი მინესოტაში საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის ოპერაციის დასრულებას დათანხმდა. ამის შესახებ საიმიგრაციო ოპერაციების ხელმძღვანელმა, ტომ ჰომანმა განაცხადა.
ჰომანმა აღნიშნა, რომ ტრამპმა დაამტკიცა მისი მოთხოვნა ოპერაციის დასრულების შესახებ.
„მე არ ვაპირებ ყველა ჩვენი აგენტის გაყვანას, მაგრამ როგორც ვთქვი, ოპერაცია სრულდება. ჩვენ გავაგრძელებთ იმიგრაციის შესახებ კანონის აღსრულებას, ეს არის ის, რასაც ამერიკელმა ხალხმა მისცა ხმა. აქ გაწეული ჩვენი ძალისხმევის შედეგად, მინესოტა კრიმინალებისთვის ახლა ნაკლებად წარმოადგენს თავშესაფარ შტატს“, – განაცხადა ჰომანმა.
ოპერაციის ფარგლებში შტატში საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის 3 000 აგენტი იყო გაგზავნილი. ჰომანის თქმით, ოპერაციის ფარგლებში 4 000-ზე მეტი იმიგრანტი დააკავეს.