„ყურადღება მიაქციეთ ცხიმს ხორცზე...“ - სპეციალისტების გაფრთხილება ხორცის შეძენის წინ
1762171391
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ს საკმარისი ბირთვული იარაღი აქვს, რომ მსოფლიო 150-ჯერ ააფეთქოს.
„სიბიესთან“ ინტერვიუში ტრამპმა აღნიშნა, რომ არ სურს, შეერთებული შტატები იყოს „ერთადერთი ქვეყანა, რომელიც არ ცდის“ ბირთვულ იარაღს.
ტრამპის თქმით, ეს საკითხი რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებთან, ვლადიმერ პუტინთან და სი ძინპინთან განიხილა.
„ჩვენ გვაქვს მეტი ბირთვული იარაღი, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანას. რუსეთი მეორე ადგილზეა, ჩინეთი ძალიან შორს, მესამეზეა, მაგრამ ხუთ წელიწადში გაუთანაბრდებიან. იცით, ისინი სწრაფად ამზადებენ მას და, ვფიქრობ, დენუკლეარიზაციასთან დაკავშირებით რაღაც უნდა გავაკეთოთ. ეს პრეზიდენტ პუტინთანაც და პრეზიდენტ სი ძინპინთანაც განვიხილე. დენუკლეარიზაცია ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენ გვაქვს საკმარისი ბირთვული იარაღი, რომ მსოფლიო 150-ჯერ ავაფეთქოთ. რუსეთს ბევრი ბირთვული იარაღი აქვს და ჩინეთსაც ბევრი ექნება. მათ აქვთ კიდეც, საკმაოდ ბევრი. გამოცდა ხდება, რადგან რუსეთმა გამოაცხადა, რომ გამოცდას აპირებდნენ. ჩრდილოეთ კორეა მუდმივად ატარებს გამოცდას, ჩინეთიც, უბრალოდ, თქვენ არ იცით. ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელიც არ ატარებს გამოცდას და არ მინდა, ვიყოთ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც არ ატარებს გამოცდას. რუსეთი ატარებს გამოცდას, ჩინეთი ატარებს, ისინი უბრალოდ ამაზე არ საუბრობენ. ჩვენ ღია საზოგადოება ვართ, განსხვავებული, ჩვენ უნდა ვისაუბროთ ამაზე“, – განაცხადა ტრამპმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პენტაგონს მისცა დავალება, „დაუყოვნებლივ დაიწყოს შეერთებული შტატების ბირთვული იარაღის გამოცდა“.