დიმიტრი პესკოვი: ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის საუბრის ორგანიზება საჭიროების შემთხვევაში ძალიან სწრაფად შეიძლება

დიმიტრი პესკოვი

რუსეთის პრეზინდენტს, ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შორის საუბრის ორგანიზება საჭიროების შემთხვევაში ძალიან სწრაფად იქნება შესაძლებელი, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„საჭიროების შემთხვევაში ამის ორგანიზება ძალიან სწრაფად შეიძლება“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში რუსეთის პრეზიდენტთან საუბარს გეგმავს.