„დიახ, ჩვენ ყველანი უარეს მდგომარეობაში ვართ“ - WSJ

ევროპელები

ევროპელები ახალი ეკონომიკური რეალობის წინაშე დგანან, რომელიც ათწლეულების განმავლობაში არ გამოუცდიათ. ისინი ღარიბდებიან. ამის შესახებ WSJ წერს. 

როგორც გამოცემა წერს, ცხოვრება კონტინენტზე, სწრაფად კარგავს ბრწყინვალებას, რადგან ევროპელები ხედავენ, რომ მათი მყიველობითი შესაძლებლობები იშლება. ევროპა რეცესიაში ჩავარდა წლის დასაწყისში.

ენერგიის მაღალი გადასახადი და ყოვლისმომცველი ინფლაცია,რომელიც 1970-იანი წლების შემდეგ არ ახსოვს ევროპას.

ინფლაციისა და მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით, ხელფასები 2019 წლიდან გერმანიაში დაახლოებით 3%-ით შემცირდა, იტალიასა და ესპანეთში 3.5%-ით და საბერძნეთში 6%-ით. OECD-ის მონაცემებით, აშშ-ში რეალური ხელფასები იმავე პერიოდში დაახლოებით 6%-ით გაიზარდა.

გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ, სახელმწიფო ხარჯების შემცირებამ განსაკუთრებით დაარტყა ევროპის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ჯანდაცვის სისტემებს, განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის ეროვნულ სამსახური.

ნოა კოენი, 28 წლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი ლონდონში, ამბობს, რომ მას ექნებოდა ოთხჯერ უფრო მეტი ხელფასი იმავე სფეროში აშშ.

კოენის ხელფასი ახლახანს გაიზარდა 10% , მაგრამ ეს ზრდა მთლიანად შთანთქა ინფლაციამ. ის ამბობს, რომ მისი მეგობრები კვერცხუჯრედებს ყინავენ, რადგან მათ არ შეუძლიათ შვილების გაჩენა უახლოეს მომავალში, შესაბამისი პირობების არ ქონის გამო.

„ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს სიცოცხლე გაიყინა,” - თქვა მან.

ჰაუ პილმა, ინგლისში ერთერთი ბანკის მთავარმა ეკონომისტმა განაცხადა ”დიახ, ჩვენ ყველანი უარეს მდგომარეობაში ვართ,” - რომ მზარდი ფასების კომპენსირება უფრო მაღალი ხელფასებით მხოლოდ უფრო მეტ ინფლაციას გამოიწვევს.

ევროპულ მთავრობებს თავდაცვის ხარჯების გაზრდა დაუჯდებათ  გადასახადების გაზრდად თავისი მოსახლეობისთვის, რაც ადამიანებზე ზეწოლას გაზრდის.