„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
რუსეთში, უდმურტიის ოლქში 29 წლის მამაკაცმა საკუთარი შვილები მოკლა. რუსული მედიის ცნობით, მამაკაცი მეუღლესთან განქორწინების პროცედურებს გადიოდა.
წყვილის შვილები დედასთან რჩებოდნენ, მაგრამ ზოგჯერ შაბათ-კვირას ბავშვები მამას მიჰყავდა. ამჯერად, მათთვის ეს ბოლო შაბათი იყო. მედია წერს, რომ სტრესის ფონზე მამაკაცმა 7 წლის ვაჟი და 3 წლის ქალიშვილი დანით გულმკერდის არეში დაჭრა.
ბავშვების ცხედრები დამნაშავის დამ აღმოაჩინა. თავად მამა კი მკვლელობის შემდეგ მიიმალა, თუმცა ის სამართალდამცველებმა მალევე დააკავეს.
სისხლის სამართლის საქმე „მკვლელობის“ მუხლით არის აღძრული.
ასევე ნახეთ:
„თითქოს ისინი ადამიანები არ იყვნენ...“ - დააკავეს სერიული მკვლელი, რომელმაც 4 ადამიანს ესროლა