„ეს მოხდება წლის ბოლომდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1755460048
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპთან შეხვედრა შესაძლოა უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოებისთვის „ისტორიული ნაბიჯი“ გახდეს.
თეთრ სახლში ტრამპთან და ევროპელ ლიდერებთან შეხვედრისას, სტარმერმა აღნიშნა: „ვფიქრობ, რომ დღეს ჩვენ შეგვიძლია მართლაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგათ, ისტორიული ნაბიჯი, რომელიც ამ შეხვედრიდან მომდინარეობს უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოების კუთხით“.
ბრიტანეთის ლიდერის თქმით, ტრამპის მიერ „[ნატოს] მეხუთე მუხლის სტილის“ უსაფრთხოების გარანტიებზე მინიშნება შეესაბამება იმ სამუშაოს, რომელსაც „მსურველთა კოალიცია“ - უკრაინის მთავარი ევროპელი მოკავშირეები - ბოლო თვეების განმავლობაში ახორციელებს.