ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ თეთრ სახლში შეხვედრა შესაძლოა „ისტორიული ნაბიჯი“ იყოს

კირ სტარმერი

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ორშაბათს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრა, შესაძლოა, უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოებისთვის "ისტორიული ნაბიჯი" იყოს.

„ვფიქრობ, რომ დღეს შეგვიძლია გადავდგათ მართლაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი წინ, ამ შეხვედრიდან რეალურად შეიძლება გამოვიდეს ისტორიული ნაბიჯი უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოების თვალსაზრისით“, - განაცხადა სტარმერმა თეთრ სახლში ტრამპთან და ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის დროს.

ბრიტანეთის ლიდერის თქმით, ტრამპის მიერ "[ნატოს] მეხუთე მუხლის სტილის“ უსაფრთხოების გარანტიებზე მინიშნება შეესაბამება იმ სამუშაოს, რომელსაც „მსურველთა კოალიცია" - უკრაინის მთავარი ევროპელი მოკავშირეები - ბოლო თვეების განმავლობაში ახორციელებს.

მან აღნიშნა, რომ კოალიცია „მზადაა, გადადგას ნაბიჯი“, როდესაც საქმე უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ეხება.

რა არის ნატოს მე-5 მუხლი? ეს არის ალიანსის ხელშეკრულების "კოლექტიური თავდაცვის" ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს, რომ ერთ-ერთზე თავდასხმა ითვლება ყველა მოკავშირის წინააღმდეგ თავდასხმად და წევრები ერთობლივად მიიღებენ ზომებს.