„თქვენით ვამაყობ“ - რა კადრებს აქვეყნებს ავარიაში დაშავებული დების დედა
1732259677
შვედეთში, ჩრდილოეთ ლაპლანდიის რეგიონის ერთ-ერთ დასახლებაში ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი ტემპერატურა, -43 გრადუსი დაფიქსირდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას SVT-ი ავრცელებს.
ყინვების გამო, ქვეყნის ზოგიერთ რაიონში მატარებლებისა და ავტობუსების მოძრაობა შეჩერებულია, რამდენიმე რეგიონში კი ძლიერი ქარისა და თოვლის გამო, უსაფრთხოების ზომები მიიღეს. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, მოსალოდნელია შეფერხებები ელექტრომომარაგებასა და მობილურ კომუნიკაციებში.
ამასთან, ტემპერატურის დაბალი ნიშნული, -37,8 გრადუსი დაფიქსირდა შვედეთის მეზობელ ფინეთშიც, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ ილივიესკაში.