მაგნიტური ქარიშხალი ზედიზედ 3 დღე გაგრძელდება - როგორ მოვიქცეთ 17 სექტემბრამდე
1757620483
ჰონგ-კონგში მამაკაცი პაემნის შემდეგ გაიპარა, გოგონას კი 80 000 ჰონგ-კონგური დოლარის (10264 აშშ$) გადახდა მოუწია. მამაკაცი საპირფარეშოში დაბრუნდა და აღარ დაბრუნებულა. შემთხვევა სასტუმრო Mandarin Oriental-ში მოხდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, მამაკაცი დააკავეს.
წყვილმა ერთმანეთი Telegram-ზე ერთი წლის წინ გაიცნო. აგვისტოს ბოლოს მათ შეხვედრა გადაწყვიტეს. მამაკაცმა გოგონა ქალაქის ცენტრში მდებარე ძვირადღირებულ რესტორანში დაპატიჟა. ორი ადამიანისთვის 4,8 ათასი ჰონგ-კონგური დოლარის ღირებულების ვახშამი და 71,8 ათასი ჰონგ-კონგური დოლარის ღირებულების შამპანური Krug Clos d’Ambonnay შეუკვეთა.
ამის შემდეგ ის ტუალეტში გავიდა და გაუჩინარდა. მასთან ტელეფონით დაკავშირების მცდელობები უშედეგო აღმოჩნდა.
გოგონას თქმით, ისინი თითქმის მორჩნენ ვახშამს, ჩაცალეს ღვინოც და ბიჭმა უთხრა, რომ ტუალეტში გავიდოდა და აღარც დაბრუნებულა.
84,5 ათასი ჰონგ-კონგური დოლარის ანგარიშის გადასახდისთვის გოგონას მეგობრებისთვის დახმარების თხოვნა მოუწია.
მეორე დღეს მან პოლიციას გაპარული მეწყვილის შესახებ უჩივლა.
საღამოს პოლიციამ 23 წლის მამაკაცი, სახელად ვონგი, დააკავა. მას ზუსტად იგივე სამოსი ეცვა, რითაც პაემანზე გამოცხადდა. მას თაღლითური გზით ქონების მითვისებაში ედება ბრალი.