1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ის Telegram-ზე წერს.
„კოროჩანსკის რაიონში, დასახლებული პუნქტის მახლობლად სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი გარდაიცვალა. ადგილზეა მობილიზებული ყველა ოპერატიული სამსახური, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. შემთხვევის ადგილისკენ მიემართება კომისია, რომელიც კატასტროფის მიზეზებს დაადგენს“, - აღნიშნა გლადკოვმა.
24 იანვარს რუსეთში, ბელგოროდის ოლქში ჩამოვარდა სამხედრო თვითმფრინავი „ილ-76“, რომელსაც, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 65 უკრაინელი ტყვე გადაჰყავდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი გარდაიცვალა. ოფიციალურ კიევს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა უკრაინულმა მედიამ, შეიარაღებულ ძალებში წყაროებზე დაყრდნობით, ჯერ დაწერა, შემდეგ კი წაშალა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნა „უკრაინელი სამხედროების მუშაობის შედეგია“, ვინაიდან თვითმფრინავს С-300 ტიპის რაკეტები გადაჰქონდა.