1755671335
ბელარუსი მზად არის, უმასპინძლოს ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრას

ბელარუსი მზად არის, უმასპინძლოს ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრას, თუკი ეს საჭირო იქნება მშვიდობის უზრუნველსაყოფად, - განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ნატალია ეისმონტმა.
„ბელარუსი შუამავლის როლს არ ითხოვს, მაგრამ თუ ეს საჭიროა ჩვენს მოძმე რესპუბლიკაში მშვიდობისთვის, ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერი შეხვედრა მოვაწყოთ“, - აღნიშნა ეისმონტმა.
ამასთან, მან დასძინა, რომ ეს საკითხი ალექსანდრ ლუკაშენკოსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბრისას არ წამოჭრილა.