„მაგარ რაღაცას გასწავლით“ - „ფეხის გაკვანძვის“ მიზეზს გიორგი ღოღობერიძე განმარტავს
1758576068
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ყოფილმა თანაშემწემ ტარა რიდმა რუსეთის მოქალაქეობა მიიღო. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„რუსეთში გადასვლა ჩემთვის იძულებითი ნაბიჯი იყო, მაგრამ შემდეგ [რუსეთი] იმდენად შემიყვარდა, რომ დარჩენა მსურს. ამიტომაც შევიტანე განცხადება რუსეთის მოქალაქეობის მიღების შესახებ. როცა აქ ჩამოვედი, პოლიტიკური თავშესაფარი ვითხოვე და მე ის ორი წლის განმავლობაში მქონდა“, - განაცხადა რიდმა.
მისი თქმით, როცა ის რუსეთში გადასახლდა, აშშ-ში დარჩენილ მისი ოჯახის წევრებს საფრთხე დაემუქრა. რიდი ამაში ბაიდენის ადმინისტრაციას ადანაშაულებს.
რიდი ბაიდენის თანაშემწედ მუშაობდა იმ დროს, როცა ის ჯერ კიდევ სენატორი იყო. რიდს ბაიდენი სექსუალურ შევიწროებაშიც ჰყავს დადანაშაულებული. თავად ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს.