ავღანეთში ძლიერ მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა

hu

 ძლიერი მიწისძვრა ავღანეთში - არის მსხვერპლი. 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგების შედეგად დაღუპულია სულ მცირე 8 ადამიანი, დაშავდა 200-მდე.

ამჟამად ქვეყანაში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. დიდი ალბათობით, მსხვერპლის რაოდენობა გაიზრდება, რადგან მიწისძვრის შედეგად დანგრეულია საცხოვრებელი სახლები.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, ბიძგების ეპიცენტრი მაზარ-ი-შარიფის, ავღანეთში სიდიდით მეოთხე ქალაქის მიმდებარედ, 28 კილომეტრის სიღრმეზე იყო. ტერიტორიაზე ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. მიწისძვრა იგრძნობდა ავღანეთის მეზობელ ტაჯიკეთში, უზბეკეთსა და თურქმენეთში.