აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი გარდაიცვალა

დიკ ჩეინი

აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გავრცელებული ცნობების მიხედვით, ჩეინის გარდაცვალების მიზეზი პნევმონიით გამოწვეული გართულება, გულისა და სისხლძარღვების ავადმყოფობა გახდა.

დიკ ჩეინი 1941 წლის 30 იანვარს ნებრასკის ქალაქ ლინკოლნში დაიბადა. 1975-1977 წლებში ის აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრი იყო. 1989-1993 წლებში ჩეინი აშშ-ის თავდაცვის მდივნის პოსტს იკავებდა. 2001-2009 წლებში ჩეინი პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უმცროსის დროს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე მუშაობდა.