აშშ-ის სენატმა დაბლოკა ისრაელის დახმარების შესახებ რესპუბლიკელების კანონპროექტი, რომელიც უკრაინის დახმარებას არ მოიცავდა

სენატი

მედიის ინფორმაციით, აშშ-ის სენატში დემოკრატებმა დაბლოკეს რესპუბლიკელების მცდელობა, სწრაფად დამტკიცებულიყო ისრაელისთვის გადაუდებელი დახმარების შესახებ კანონპროექტი.

აღნიშნული კანონპროექტი არ მოიცავს უკრაინის დახმარებას. რესპუბლიკელი სენატორის, როჯერ მარშალის განცხადებით, დროს არსებითი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ სენატმა არცერთი დღით არ უნდა გადადოს დახმარების მიწოდება ისრაელისთვის. დემოკრატებმა კი უკრაინისა და ისრაელისთვის ერთიანად დახმარების გაწევის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

შეგახსენებთ, მანამდე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ისრაელისთვის 14.3 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის გამოყოფას მხარი დაუჭირა, თუმცა დემოკრატიული პარტიის წევრებს ისეთი კანონპროექტის მიღება სურდათ, რომელიც ასევე მოიცავდა უკრაინის დაფინანსებას. რესპუბლიკელები უკრაინისა და ისრაელის ერთიან დახმარებას ეწინააღმდეგებიან. ამასთან, ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ კანონპროექტს ვეტოს დაადებდნენ.