ცნობილი თურქი მსახიობი გარდაიცვალა
1770928093
აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა მესამედ შეუწყო ხელი უკრაინელი და რუსი ბავშვების ოჯახებში დაბრუნებას. ამის შესახებ თეთრი სახლის განცხადებაშია ნათქვამი.
„ვაფასებ, რომ რუსეთი და უკრაინა ცდილობენ იმ ბავშვების დაბრუნებას, რომლებიც ამ კონფლიქტის გარემოებების გამო იძულებით გადაადგილებული არიან. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მხარე თანამშრომლობს და ჩვენი კომუნიკაცია კვლავ მჭიდროა, მოვუწოდებ რუსეთსა და უკრაინას, გააძლიერონ ძალისხმევა, რათა უზრუნველყონ ყველა ბავშვის ოჯახებში უსაფრთხოდ დაბრუნება“, – განაცხადა მელანია ტრამპმა.
როგორც თეთრი სახლის განცხადებაშია აღნიშნული, აშშ-ის პირველი ლედი და მისი წარმომადგენელი აგრძელებენ დისკუსიებს ორივე ქვეყანასთან.
„დღეს მესამე გაერთიანებაა მას შემდეგ, რაც მე სტრატეგიულად ვმუშაობ ორივე ქვეყანასთან. ეჭვი არ მეპარება, რომ კიდევ უფრო მეტი პროგრესი იქნება“, – განაცხადა აშშ-ის პირველმა ლედიმ.