„ამ პიჯაკში შესანიშნავად გამოიყურებით“ - ტრამპი ზელენსკის

ზელენსკი ტრამპი

ომისა და მშვიდობის შესახებ დაძაბული დისკუსიების ფონზე, ოვალურ კაბინეტში მხიარული მომენტი იყო - იუწყება CNN-ი: რეპორტიორმა და პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შავი პიჯაკის არჩევანზე კომენტარი გააკეთეს.

"ამ პიჯაკში შესანიშნავად გამოიყურებით“, - თქვა Real America’s Voice-ის რეპორტიორმა ბრაიან გლენმა, რომელმაც თებერვალში თეთრ სახლში ვიზიტის დროს, ზელენსკის ჩაცმულობის არჩევანი ეჭვქვეშ დააყენა.

"მეც იგივე ვთქვი“, - წამოიძახა ტრამპმა.

"შენც იგივე პიჯაკში ხარ“, - უთხრა ზელენსკიმ გლენს. "მე შევიცვალე და შენ არა“ - დასძინა მან.

ტრამპი უკმაყოფილო იყო, როდესაც ზელენსკი თებერვალში თეთრ სახლში სამხედრო ფორმაში მივიდა და თქვა, რომ ის "მძიმე ტანსაცმელში იყო ჩაცმული“.