რატომ არ უნდა მოკლათ გველი - როგორ მოვიშოროთ ეზოდან ისინი
1756066857
საზოგადოება „ქართული“ ახალგაზრდა პოეტებისთვის დაწესებულ ლადო ასათიანის სახელობის 2025 წლის პრემიას მწერალთა კავშირთან ერთად გამოავლენს.
ლადო ასათიანის სახელობის პრემია „საზოგადოება ქართულმა” გასული წლის 16 აგვისტოს დაარსა. პრემია განკუთვნილია ახალგაზრდა პოეტების მიერ უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში პატრიოტულ თემატიკაზე შექმნილი ლექსებისთვის.
შარშანდელ კონკურსში ოცამდე კონკურსანტმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის ყველაზე უმცროსი 14 წლის გახლდათ.
კონკურსში გაიმარჯვა ოთარ ფალიანმა.
„საზოგადოება ქართული“ ლადო ასათიანის სახელობის 2025 წლის პრემიას ისევ მწერალთა კავშირთან ერთად გამოავლენს და იგი განკუთვნილია 30 წლამდე ახალგაზრდა პოეტებისთვის.
საზოგადოება „ქართულის“ მიერ შექმნილ ჟიურიში კანდიდატებს საქართველოს მწერალთა კავშირი 2025 წლის 15 სექტემბრამდე წარადგენს.
ჟიური გამარჯვებულს მიაკუთვნებს პრემიას, რომელიც 3000 (სამი ათას) ლარს შეადგენს.
გამარჯვებული ასევე დაჯილდოვდება სიგელითა და ლადო ასათიანის მედლით, რომელიც ცნობილმა ქართველმა მოქანდაკემ გოგა შხვაცაბაიამ სპეციალურად ამ კონკურსისთვის დაამზადა.
პრემიის ფარგლებში გამოიცემა ლადო ასათიანის სახელობის ლიტერატურული ალმანახი, რომელშიც კონკურსში მონაწილე ყველა ახალგაზრდა პოეტის მიერ ჟიურისთვის გამოგზავნილი ლექსები გამოქვეყნდება.
დაიტერესებულ პირებს 26 აგვისტოდან შეუძლიათ მიმართონ საქართველოს მწერალთა კავშირს დასახელებულ მისამართზე ან ატვირთონ მის ელექტრონულ ფოსტაზე ბოლო 2 წლის განმავლობაში პატრიოტულ თემატიკაზე გამოქვეყნებული მინიმუმ 7 ლექსი.