სკოლებში არდადეგების თარიღები ცნობილია - სრული სია
1790971447
ქართული კინო საერთაშორისო ასპარეზზე კვლავ წარმატებას აღწევს - ამჯერად ორი ქართველი რეჟისორის ფილმებმა სხვადასხვა ქვეყნის საერთაშორისო კინოფესტივალებზე მნიშვნელოვანი ჯილდოები მოიპოვეს.
დიდ ბრიტანეთში, მანჩესტერის ანიმაციური კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა რეჟისორ მამუკა ტყეშელაშვილის თოჯინური ანიმაციური ფილმი „როცა ზღვა იყო მშვიდი“. სოხუმის თემაზე შექმნილმა კინოსურათმა საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის ჯილდო დაიმსახურა.
ბულგარეთში, საერთაშორისო კინოფესტივალ „სინელიბრის“ მთავარი ჯილდო საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ლიტერატურული ადაპტაციისთვის რეჟისორ რევაზ ნასიძის ფილმს „ტრაგედია უგმიროთ“ გადაეცა. ის ცნობილი ქართველი მწერლის ნიკო ლორთქიფანიძის ამავე სახელწოდების მინიატურის ეკრანიზაციაა.
ორივე ფილმი საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა.