1732216283
"მოკლულია ოთხი პირი, მათ შორის, ბრალდებულის ბიძა და ბიძაშვილი" - რუსთავში მომხდარი ტრაგედიის დეტალები
რუსთავის ბაზრობაზე შეიარაღებული პირი შეიჭრა – არიან გარდაცვლილი და დაჭრილები.
რამდენიმე წუთის წინ რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობაზე შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა. წინასწარი ინფორმაციით, მოკლული სამი ადამიანი, ასევე არიან დაჭრილები.
როგორც თვითმხილველი ამბობს, უცნობმა პირმა ბაზრის ტერიტორიაზე ადამიანები მოკლა.
"უცნობი პირი შეიჭრა ბაზარში და ადამიანები მოკლა. ამბობენ 3 ადამიანიო. ზოგი ოთხიო, ამბობს. სხვა არაფერი ვიცით",- ამბობენ თვითმხილველები.
შსს-ს ცნობით, თავდამსხმელი დაკავებულია.
მათივე ინფორმაციით, "საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-ში შემოვიდა შეტყობინება, ქალაქ რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე განხორციელებული სროლის თაობაზე.
შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები. დადგინდა, რომ ბაზრის ტერიტორიაზე რამდენიმე გასროლა განახორციელა 1988 წელს დაბადებულმა გ.ო.- მ.
სროლის შედეგად მოკლულია ოთხი პირი, მათ შორის ერთ-ერთი ბრალდებულის ბიძაა, რომელიც აღნიშნულ ბაზარში იყო დასაქმებული. ხოლო დაჭრილია ერთი პირი, ბრალდებულის ბიძაშვილი. დაჭრილი საავადმყოფოში არის მოთავსებულები, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. სამართალდამცველებმა გ.ო. შემთხვევის ადგილზე დააკავეს. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები და ყველა შესაბამის ღონისძიებას ახორციელებენ."
ამავე თემაზე:
VIDEO: რა ხდება ამ წუთებში ტრაგედიის ადგილზე, უწყვეტი კადრები რუსთავიდან