ჰაერის ტემპერატურამ 48 გრადუსს მიაღწია... - რა მდგომარეობაა ევროპაში, სადაც ტემპერატურა პიკს აღწევს
1751824808
კალიფორნიაში კაცს ბრალი წაუყენეს 27 წლის ქალის მკვლელობაში. კაცმა, სავარაუდოდ, ის ცეცხლმაქრით სცემა.
როგორც უცხოური გამოცემა წერს, ქალის ცხედარი სამშენებლო ობიექტზე მუშამ 12 ნოემბერს იპოვა. ქალი პარკში იყო გახვეული, რომელშიც ქვიშაც ეყარა.
ტერიტორია იმ რესტორნის უკან იყო, სადაც ქალი მუშაობდა.
პოლიციამ თქვა, რომ კაცმა მას შეურაცხყოფა მიაყენა და წაიყვანა ავტოსადგომიდან მშენებარე კინოთეატრის უკან „იზოლირებულ ადგილას“.
გაურკვეველია, ჰქონია თუ არა გუდვინს რაიმე წინასწარი ურთიერთობა როხას-მორენოსთან. მოკლული გუდვინის ოჯახმა განაცხადა, რომ ისინი არ იცნობდნენ როხას-მორენოს.
„დეტექტივებმა დაადგინეს, რომ ეს იყო ერთჯერადი ინციდენტი და არ არსებობს შემდგომი საფრთხე საზოგადოებისთვის”, - განაცხადა პოლიციამ.
ასევე ნახეთ:
„ამოიოხრა და აღარ იყო უკვე მარიკა...“ - რას ჰყვება სასტიკი მკვლელობის ოქროს მოწმე