საქართველოს პირველი არხი განცხადებას ავრცელებს
1762272671
ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ, დოჰაში გამართულ, მსოფლიო სოციალურ სამიტში მიიღო მონაწილეობა. სამიტის მთავარი თემა სოციალური განვითარების მხარდაჭერა და გაძლიერებაა. სესიაზე, სიღარიბის აღმოფხვრის, დასაქმების, ღირსეული სამუშაო პირობების შექმნასა და სოციალური ინკლუზიისმიმართულებებზე იმსჯელეს.
მსოფლიო სოციალური სამიტი უმაღლესი დონის საერთაშორისო ფორუმს წარმოადგენს, რომელიც მიზნად ისახავს გლობალური დღის წესრიგის განსაზღვრასა და გაძლიერებას. სამიტში, სხვადასხვა ქვეყნის მინისტრები, გაეროსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, რომლებმაც სოციალური პროგრესის ხელშეწყობასა და მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების გზებზე იმსჯელეს.
მინისტრთან ერთად, სესიაში მონაწილეობა მიიღო, საქართველოს პარლამენტის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა.
ღონისძიების ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია მრგვალი მაგიდის ფორმატში, მიხეილ სარჯველაძის სიტყვით გამოსვლა, სადაც მინისტრი საქართველოს მიერ განხორციელებულ სოციალურ პოლიტიკასა და მიღწევებზე ისაუბრებს.