წმინდა დიდმოწამის, გიორგის სასწაული, რომელიც ახლო წარსულში მოხდა
1732308814
ბერმუდის სამკუთხედთან დაკავშირებით ბევრი სამეცნიერო მოსაზრება არსებობს. როგორ ხსნის ამ მოვლენას ეკლესია. კითხვას დეკანოზი ანდრია კემულარია პასუხობს.
„ბერმუდის სამკუთხედი მართლაც არის მომეტებული საფრთხის ადგილი, სადაც ჩვეულებრივზე მეტი კატასტროფა მოხდა. ეს არის ტერიტორია რომელიც მილიონზე მეტ კვადრატულ კილომეტრს მოიცავს, ფსკერის ძალიან ჭრელი რელიეფით, სადაც გოლფსტრიმის გარდა რამდენიმე დინება ბატონობს და ამინდს ნაკლებად პროგნოზირებადს ჰქმნის. ერთი სიტყვით ხასიათდება მძიმე სანავიგაციო პირობებით. მაგრამ ის რაც დაიწერა და ითქვა ნამდვილად აჭარბებს ყოველგვარ რეალობას. ამ ადგილს განსაკუთრებული ყურადღება მიექცა მას შემდეგ, რაც 70-იან წლებში გამოქვეყნდა ჩარლზ ბერლიტცის წიგნი „ბერმუდის სამკუთხედი“. სწორედ ამ წიგნმა გახადა ეს ადგილი ესოდენ პოპულარული და ნამდვილ ფაქტებთან ერთად პოპულარული გახადა ლეგენდებიც. სინამდვილეში კი არაერთი ადგილი არსებობს დედამიწაზე, რომელიც გაცილებით მეტი სახიფათობით გამოირჩევა. ამ ფაქტს ყველაზე უკეთ დიდი სადაზღვევო კომპანიების პოლიტიკა ცხადყოფს, რომლებიც არც თუ ისე დიდად ზრდიან სადაზღვევო გადასახადს ბერმუდის სამკუთხედის ზონაში გამავალი ტრანსპორტისათვის.
ამ თემაზე BBC-ს ფილმიც კი აქვს გადაღებული (მისი პოვნა ინტერნეტშიც შეიძლება). რა ხდება ასეთ ადგილებში გაუგებარია ჩვენთვის. ეკლესიის პოზიცია კი იმაში გამოიხატება, რომ მოგვიწოდებს ვილოცოთ მგზავრობის წინ (ამისთვის საგანგებო პარაკლისიც კი არსებობს) და ვიქონიოთ ღმერთის შიში და იმედი. ყველაზე საშიშად კი საავტომობილო ტრანსპორტი ითვლება, თუმცა შეჩვეულობის გამო ამაზე ნაკლებად ვფიქრობთ. - ამბობს დეკანოზი კითხვის საპასუხოდ.
ასევე ნახეთ:
„ხელი რომ გამეშვა დედასაც ამიჩეხავდა და ძმასაც...“ - რა ვითარებაში დაჭრეს კოსტა სანიკიძე
დაკანონდება თუ არა საქართველოში კრემაციის პროცესი - შესაბამისი კანონპროექტი უკვე დაწერილია
სად მიდის ადამიანის პირადი ანგელოზი ამ ადამიანის გარდაცვალების შემდეგ? - მოძღვრის განმარტება