თმით გამდიდრებული დების ტრაგიკული ისტორია - გზა მილიონერობიდან უსახლკარობამდე

სეზერლენდი

ვიდრე კინოს გამოიგონებდნენ, ხალხი სხვაგვარად ირთობდა თავს. მაგალითად, ცირკში დადიოდნენ, რათა აღფრთოვანებულიყვნენ სხვებისგან განსხვავებული ადამიანებით: სიამის ტყუპებით თუ ზედმეტი კიდურებით დაბადებულებით.  დები საზერლენდები სრულიად ჯანმრთელი გოგონები იყვნენ, მაგრამ ისინი გამოირჩეოდნენ გრძელი, ქალთევზას მსგავსი თმით.
ისინი შვიდი და იყვნენ, ღარიბი ფერმერის ქალიშვილები: სარა, ვიქტორია, იზაბელა, გრეისი, ნაომი, მერი და დორა. მათმა ბიოგრაფმა, ბრენდონ სტიკნიმ მათ უწოდა "ყველაზე სექსუალური" შემსრულებლები შეერთებულ შტატებში. მაგრამ მათ მოხიბლეს მაყურებელი არა მხოლოდ გარყვნილი ცეკვებით - ყველა მათი თმით მოდიოდა აღტაცებაში. დების თმა კოჭებს სწვდებოდა და მოსასხამივით ფარავდა სხეულს.

დები და მათი ერთადერთი ძმა დაიბადნენ 1851-1865 წლებში, კუმბრიაში. ოჯახის სიღარიბიდან გამოყვანის მცდელობისას, მამამ გადაწყვიტა, ქალიშვილებისთვის სიმღერა ესწავლებინა, რათა მათ ფულის გამომუშავება შეძლებოდათ.
ასე რომ, ისინი შეუერთდნენ ცნობილ ცირკს - Barnum & Bailey, სადაც მათ უწოდეს "მსოფლიოს შვიდი ყველაზე მომხიბვლელი საოცრება". და მართლაც, დებმა სწრაფად დაიწყეს მაყურებლის მოზიდვა, მაგრამ მაყურებელი საერთოდ არ იყო დაინტერესებული გოგონების სიმღერის ნიჭით.

სტიკნი წერდა: „დები მღეროდნენ საეკლესიო მუსიკასა და ძველ ბალადებს და მათი სიმღერა პოპულარული იყო. მაგრამ ყველაზე მეტად ადამიანებს სურდათ, ენახათ მათი წარმოუდგენელი კულულები.”

დების მაგიური წამალი
ამბობდნენ, რომ მათი დედა მერი, რომელიც გარდაიცვალა 1867 წელს, მისი უმცროსი ქალიშვილის დაბადებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, მათ თმაზე უსიამოვნო სუნის მქონე სითხეს უსვამდა - ეს ჯადოსნური წამალი თმის წარმოუდგენელი სიჩქარით ზრდას ასტიმულირებდა.
რა თქმა უნდა, მისტერ საზერლენდმა ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვა და როგორც კი ჭორები გაძლიერდა, ბაზარზე გამოჩნდა ჯადოსნური ტონიკი „შვიდი საზერლენდი“. ფარმაცევტულმა ჟურნალმა The Pharmaceutical Era-მ გააანალიზა ამ ტონიკის შემადგენლობა და შედეგები გამოაქვეყნა თავის გვერდზე: 56% განზავებული თხილის ექსტრაქტი, 44% ალუბლისა და დაფნის ნაყენი, ცოტა მარილი, მაგნეზია და მარილმჟავა.

ეტიკეტზე ეწერა: „ეს რეცეპტი დამზადებულია ჩვენ მიერ და ჩვენ გირჩევთ მას, როგორც საუკეთესოს, მსოფლიოში“.

ასეთი ელექსირის ბოთლი 50 ცენტიდან 1,50 დოლარამდე ღირდა, რაც მე-19 საუკუნეში საშუალო კლასის დღიურ ან თუნდაც ყოველკვირეულ ხელფასს უდრიდა. კარგი რეკლამის წყალობით, საზერლენდმა გაყიდა 2,5 მილიონი ბოთლი და გამოიმუშავა 3 მილიონი დოლარი.
საზერლენდი მალე იმდენად ცნობილი გახდა, რომ მათი ფოტოები გამოქვეყნდა იმ დროის ყველაზე ცნობილ ჟურნალებში: VOICE, The New Yorker, The New York Times და Time.

იმ დროისთვის, როდესაც ოჯახის მამა გარდაიცვალა 1888 წელს, დებმა ააშენეს მდიდრული სასახლე მშობლიურ ქალაქში. სახლს 14 ოთახი ჰქონდა, ცხელი და ცივი წყალი (იმ დროს განსაკუთრებული ფუფუნება!), პარკეტის იატაკი და ჭაღები.

ეპოქის დასასრული
პრობლემები დაახლოებით 1920 წელს დაიწყო. მოდა საზერლენდის ოჯახისთვის დაუნდობელი აღმოჩნდა და თმის მოკლედ შეჭრა ბოლო ტენდენციად იქცა. საზერლენდის იმპერიამ დაიწყო დაშლა.

დები მიჩვეულები იყვნენ გრანდიოზულ სტილში ცხოვრებას და ვერ შეძლეს თავიანთი წესების სწრაფად შეცვლა. მათ დაუფიქრებლად განაგრძეს ფულის ხარჯვა, სანამ ბიუჯეტი არ ამოიწურა.

წარმატებული ქორწინების იმედი ჯერ კიდევ იყო, მაგრამ იმის გამო, რომ გოგონები ძალიან დიდ დროს უთმობდნენ ბიზნესს, მათ ვერ ისწავლეს მამაკაცებთან ურთიერთობა და მათგან მხოლოდ სამი დაქორწინდა.

ყველა უბედურებასთან ერთად, 1938 წელს მათი სახლი დაიწვა და დიდების ყველა სიმბოლო ნანგრევების ქვეშ გაქრა.