ხანძარი საცხოვრებელ კორპუსში - ორი ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს
1728406635
ბავშვების სილამაზის კონკურსის არაერთგზის გამარჯვებული ჯონბენეტ რემსი სულ რაღაც ექვსი წლის იყო, როდესაც 1996 წლის 26 დეკემბერს გარდაცვლილი იპოვეს. უამრავი მცდელობის მიუხედავად, გამოძიებამ დღემდე ვერ დაადგინა, თუ რა მოხდა საბედისწერო დღეს და ვინ მოკლა ბავშვი.
26 დეკემბერს, ბავშვის მშობლებმა, ჯონ და პეტ რემსიმ განაცხადეს, რომ ჯონ ბენეტ რემსი გაიტაცეს. სახლში კი წერილი ნახეს, სადაც ეწერა, რომ გამტაცებელი ბავშვის დაბრუნების სანაცვლოდ 118 000 აშშ დოლარს ითხოვდა. რამდენიმე საათის შემდეგ კი გოგონა სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
ჯონბენეტ რემსის შოკის მომგვრელი მკვლელობა ათწლეულების საიდუმლოს დასაწყისი იყო. მომდევნო პერიოდში ხელისუფლება პასუხებს ეძებდა. ვინ მოკლა ბავშვი? იყო თუ არა დამნაშავე სახლში შემოჭრილი? იყვნენ თუ არა ჯონ ბენეტის მშობლები პასუხისმგებელი მის სიკვდილზე? და რა იცოდა მისმა ცხრა წლის ძმამ ბერკმა?
პოლიციამ ასობით შესაძლო ეჭვმიტანილი დაკითხა. მათ შორის იყვნენ დიასახლისები, მეზობლები და პედოფილები.
ჯონ ბენეტ რემსის ხანმოკლე ცხოვრება ერთი შეხედვით უდარდელი იყო. გოგონა ბავშვთა სილამაზის კონკურსებში ხშირად იღებდა მონაწილეობას და უამრავი პრიზის მფლობელიც გახლდათ. იგი მშობლებთან და ძმასთან ერთად საკმაოდ შეძლებულ ოჯახში იზრდებოდა. 1996 წლის 25 დეკემბერს მათ შობა ერთად აღნიშნეს. სწორედ ამ დროს ნახეს ბოლოს პატარა ჯონ ბენეტი ცოცხალი.
მშობლების თქმით, საბედისწერო ღამეს ყველაფერი ჩვეულებრივად მიმდინარეობდა, როცა გოგონა დააძინეს. დღემდე არავინ იცის თუ რა მოხდა 1996 წლის შობის ღამეს.
თავდაპირველად, პეტსი რამსიმ დილის 5:30 საათზე სახლის კიბეზე დატოვებული ქაღალდი აღმოაჩინა, სადაც ეწერა, რომ ჯონ ბენეტი გაიტაცეს და მის დასაბრუნებლად ოჯახს 188 000 დოლარი უნდა გადაეხადა. გამტაცებელი ოჯახს დაჰპირდა, რომ მეორე დილით, 10 საათამდე მშობლებს დამატებით დეტალებს შეატყობინებდა.
ქალმა პოლიციაში დარეკა. ადგილზე მისულ სამართალდამცველებმა გოგონას კვალი ვერ აღმოაჩინეს. რამდენიმე საათის შემდეგ, ოფიცრების უმეტესობამ დანაშაულის სახლი დატოვა. დანაშაულის ადგილას მხოლოდ დეტექტივი ლინდა არნდტი დარჩა.
ქალს უცნაურად მოეჩვენა ის გარემოება, რომ არც ერთი მშობელი არ რეაგირებდა, როდესაც გამტაცებელმა დილის 10 საათისთვის არ დარეკა.
გოგონას მამა სარდაფში ჩავიდა, სადაც ბავშვის ცხედარი აღმოაჩინა. საეჭვოა, რომ პოლიციას ეს ოთახი აქამდე არ დაუთვალიერებია. გოგონას გვამს ეტყობოდა, რომ მას თავში ჩაარტყეს, რის შემდეგაც გოგონას დედის მიერ დამზადებული სახატავი ფუნჯით დაახრჩვეს და შესაძლოა, რომ მასზე სექსუალურადაც იძალადეს. ამასთან ერთად, ჯონბენეტს პირზე შავი წებოვანი ლენტი ჰქონდა მიკრული.
გვამის აღმოჩენის შემდეგ, პოლიციამ არაერთი შეცდომა დაუშვა, რამაც გამოძიება საგრძნობლად შეაფერხა. მათ ჯონბენეტის მამას ცხედრის გადაადგილების უფლება მისცეს, არ გამოჰკითხეს მშობლები ცალ-ცალკე და ბავშვის პოვნამდეც კი, რამდენიმე სტუმარს სახლში შესვლის უფლება მისცეს, რითაც დანაშაულის ადგილი დაბინძურდა. ზოგიერთმა მათგანმა სახლი გაასუფთავა, რის შედეგადაც, სავარაუდოდ, დამნაშავის თითის ანაბეჭდები წაიშალა.
გაკვეთის შედეგად დადგინდა, რომ ექვსი წლის მოზარდი ასფიქსიით გარდაიცვალა, რაც კრანიოცერებრალურ ტრავმასთან გახლდათ დაკავშირებული. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბავშვს თავში ძლიერად ჩაარტყეს და დაახრჩვეს.
გამოძიების პირველი ეჭვმიტანილები ბავშვის მშობლები გახდნენ. ბენეტის ცხედარი მისი ოჯახის სახლში იპოვეს, როს გამოც, სავარაუდო გახლდათ, რომ მის სიკვდილში ოჯახის წევრი იყო დამნაშავე. ამასთან ერთად, ჯონ და პეტსი რამსიმ შესამჩნევად სწრაფად მიმართეს ადვოკატს, რაც ბევრმა ადამიანმა საეჭვოდ მიიჩნია.
საეჭვო იყო ისიც, რომ ბავშვი პეტსის ერთ-ერთი ფუნჯით დაახრჩვეს. გამოსასყიდისთვის გამოყენებული იყო ქაღალდი, რომელიც სახლში არსებული ბლოკნოტიდან იყო ამოხეული. კალამი, რომლითაც წერილი დაიწერა, ასევე სახლში იყო ნაპოვნი.
წერილის შინაარსიც კი საეჭვოდ ჩანდა. პირველ რიგში, ის საკმაოდ გრძელი იყო, როდესაც ასეთი წერილები ძირითად შემთხვევაში მოკლეა. გამტაცებელი კონკრეტულ თანხას - 118 000 დოლარს ითხოვდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ იმავე წელს, ზუსტად ამ რაოდენობის თანხა მიიღო ჯონ რემსიმ ბონუსად. ამასთან ერთად, მშობლებმა საფლავის ქვაზე გარდაცვალების თარიღში 25 დეკემბერი მიუთითეს, მაშინ, როდესაც ბავშვის გვამი 26 დეკემბერს იყო აღმოჩენილი.
პოლიციას გაუჩნდა ეჭვი, რომ მშობლებმა ბავშვი შემთხვევით მოკლეს, რის შემდეგაც დანაშაულის ადგილი მოაწყვეს და თავდასხმის ინსცენირება მოახდინეს. ისინი კატეგორიულად უარყოფდნენ მათ წინააღმდეგ გავრცელებულ ბრალდებებს.
საქმეში პენსიაზე გასული დეტექტივი, ლუ სმიტი ჩაერთო, რომელიც აცხადებდა, რომ თავდამსხმელი სახლში ფანჯრიდან შეიპარა, რაზედაც დანაშაულის ადგილს აღმოჩენილი უცნობი ფეხსაცმლის კვალი მოწმობს. მიუხედავად ამისა, პოლიციის ოფიცრების უმეტესობა ჯონბენეტის მშობლების ხაზს მიჰყვებოდა, რის გამოც სმიტმა საქმე დატოვა.
თუ მშობლებმა არ მოკლეს ჯონ ბენეტ რემსი, მაშინ ვინ მოკლა? გამომძიებლებმა შესაძლო ეჭვმიტანილთა გრძელი სია შეადგინეს.
ადამიანების უმეტესობას დღემდე სჯერა, რომ ბავშვის სიკვდილზე მისი მშობლები იყვნენ პასუხისმგებელნი.
2008 წელს, დნმ-ის ტესტირების ახალმა მეთოდმა ჯონბენეტის პიჟამოზე მინიმუმ ერთი უცნობი მამაკაცის დნმ აღმოაჩინა. იმის გამო, რომ აღმოჩენილი დნმ გოგონას ნათესავებს არ ეკუთვნოდა, მისი ოჯახი ეჭვმიტანილთა სიიდან ამოიღეს. 2016 წლისთვის ეს დასკვნა უღირს მტკიცებულებად აღიარეს, რადგან ერთი მამაკაცის დნმ, შეიძლება მრავალი ადამიანის კომპოზიტი ყოფილიყო.
ბევრი ადამიანი ეთამხმება თეორიას, რომ მშობლებმა მოკლეს ჯონბენეტ რემსი. ეს ადამიანები ორ ნაწილად იყოფიან. ერთ მხარეს სჯერა, რომ მათ ბავშვი ერთად გამოასალმეს სიცოცხლეს. მეორე კი თვლის, რომ გოგონა ერთ-ერთმა მატგანმა მოკლა, მეორე კი მას დანაშაულის დაფარვაში დაეხმარა.
არსებობს ვარაუდი, რომ სახლში უცნობი თავდამსხმელი შეიპარა და პატარა ჯინბენეტი მოკლა. მათი აზრით, დანაშაული პედოფილმა ჩაიდინა, რადგან ჯონბენეტი უამრავი სილამაზის კონკურსის გამარჯვებული გახლდათ.
ერთ-ერთ ეჭმიტანილად ადგილობრივი სექსუალური დამნაშავე გარი ოლივა ითვლებოდა, რომელმაც ჯონბენეტის მკვლელობის შემდეგ, სავარაუდოდ მეგობარს უთხრა, რომ პატარა გოგო აწამა. 2006 წელს მან მკვლელობა აღიარა, თუმცა, დნმ-ის ანალიზის მიხედვით, მისი დამნაშავეობა არ დადასტურდა.
პოლიციის შემდეგი ეჭვმიტანილი რემსების სახლში მომუშავე დიასახლისი, ლინდა ჰოფმან-ფუგიაა. ქალმა კარგად იცოდა ოჯახის განრიგი და სახლის გასაღებიც ჰქონდა. ამასთან ერთად, შესაძლოა ჯონ რემსის ბონუსის შესახებ ინფორმაცია ჰქონოდეა. ქალს ბავშვის მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე რამდენიმე ათასი დოლარის ოდენობით სესხიც ჰქონდა აღებული. სამწუხაროდ, გამოძიებამ ვერც ამ ვერსიის დადასტურება შეძლო.
ყველაზე შოკის მომგვრელი ვერსიით, მკვლელობაში ჯონბენეტის ძმა, ბურკი რემსია დამნაშავე, რომელიც იმ დროს სულ რაღაც 9 წლის იყო. თეორია 2016 წელს გავრცელდა, მას შემდეგ, რაც გოგონას მკვლელობაზე დოკუმენტური ფილმი გამოვიდა. ექსპერტმა აღნიშნა, რომ ბავშვის მუცელში გადაუმუშავებელი ანანასი, ხოლო სამზარეულოში ანანასის თასი იპოვეს. პეტსი რემსიმ კი ჯონბენეტისთვის ანანასის მომზადება უარყო.
აღნიშნული ვერსიით, ბურკმა გვიან ღამით ანანასი მოამზადა, მაგრამ როდესაც ჯინბენეტმა თასიდან ერთი ნაჭერი ამოიღო, ბერკმა მას თავში ჩაარტყა. მშობლებმა კი დანაშაული დაფარეს.
მკვლელობიდან ათწლეულების შემდეგ, კვლავ არსებობს კითხვა: ვინ მოკლა ჯონ ბენეტ რემსი? მხოლოდ დრო გვიჩვენებს, მივიღებთ თუ არა მკაფიო პასუხს.