„ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია, რომ ცხოვრების მთავარ სიყვარულს შეხვდეთ“ – ვის აფრთხილებენ ასტროლოგები

ჰოროსკოპი

2024 წელს პლანეტა იუპიტერი ტყუპების ნიშანში გადავა. 10 ივლისიდან 15 ივლისამდე ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია, რომ თქვენი ცხოვრების ნამდვილ სიყვარულს შეხვდეთ . ასტროლოგები გირჩევენ, რომ ეს თარიღი მოინიშნოთ და ზაფხულში შეამოწმოთ.

სასწორი

2024 წლის განმავლობაში ურთიერთობების გაანალიზება მოგიწევთ. წარსულის კვანძი თქვენს ნიშანშია, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო წელი გლობალურ ცვლილებებს გიმზადებთ. ასტროლოგების თქმით, ურთიერთობების გამოცდის მთავარი თარიღი 23 მარტი და 17 ოქტომბერი იქნება. პირველ შემთხვევაში, სავსე მთვარე თქვენს ნიშანში, 17 ოქტომბერს კი ვერძის ნიშანში. ამ დროს შესაძლოა, რადიკალური გადაწყვეტილება მიიღოთ. საბოლოოდ დაასრულოთ ურთიერთობა, ან საყვარელ ადამიანს დაქორწინებაზე დასთანხმდეთ. მარტოხელა სასწორებისთვის 17-დან 20 აპრილამდე და 19-20 მაისს ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია, რომ ცხოვრების მთავარ სიყვარულს შეხვდნენ.

ტყუპები

2024 წელს ბედნიერების პლანეტა იუპიტერი თქვენს ნიშანში შემოდის. რაც იმას ნიშნავს, რომ პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი და პოზიტიური ცვლილებები გელით. შესაძლოა, ეს წელი თქვენი ურთიერთობებისთვის ყველაზე გამორჩეული აღმოჩნდეს. დაქორწინებულ ტყუპებს შედარებით რთული პერიოდი 2024 წლის სექტემბერში ეწყებათ. 18 სექტემბერს სავსე მთვარე თქვენი სტატუსის სექტორში იქნება, რამაც შესაძლოა, პარტნიორთან საბოლოო დაშორების, განქორწინების გადაწყვეტილებამდე მიგიყვანოთ.

ამიტომაც, მნიშვნელოვანია, რომ საყვარელ ადამიანთან ისაუბროთ, თქვენი წყენებისა და უკმაყოფილების შესახებ ხმამაღლა თქვათ და ურთიერთობის თავისით დალაგებას არ დაელოდოთ. წაიკითხეთ სრულად

ასევე ნახეთ:

VIDEO: ტექნიკა, რომელიც სიყვარულის პოვნაში დაგეხმარებათ - რა უნდა გააკეთოთ დღეს სიყვარულის მოსაზიდად

რას მოუტანს ნოემბერი თითოეულ ადამიანს - თვის რთული და პოზიტიური დღეები

„...ამ პერიოდში არ გაასესხოთ ფული, არ შეიძინოთ ნივთები“ - ასტროლოგის გაფრთხილება