პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს მიმდინარე კვირის დღეებთან დაკავშირებით აფრთხილებს:
როგორც ცაგერელი ამბობს, თხის რქებისთვის ნაკლებად სტაბილური კვირაა. მართალია, იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას, შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, მაგრამ დედამიწის ნეგატიური ენერგოველი თქვენც შეგიქმნით გარკვეულ სირთულეებს. არაა გამორიცხული ინტერესთა დაპირისპირების ფონზე სერიოზული კონფლიქტი მოგივიდეთ საქმიან პარტნიორებთან, რაც ძველი ხელშეკრულებების გადახედვას და გაუქმებას გაიძულებთ. მოერიდეთ ზედმეტად სიტუაციის დაძაბვას, რათა არ მოგიხდეთ საკამათო საკითხების სასამართლოში გარჩევა. ეცადეთ შეინარჩუნოთ ნეიტრალიტეტი და არ ჩაებათ სხვათა კონფლიქტში, რადგან საბოლოოდ ყველა მორიგდება და მხოლოდ თქვენ აღმოჩნდებით ზარალში. თავი შეიკავეთ მოგზაურობისა და შორ მანძილზე მგზავრობისგან, რადგან მაღალია გაუთვალისწინებელი ხარჯის ან დანაკარგის ალბათობა.
თევზები – მეტ-ნაკლებად მშვიდი კვირაა. მართალია, სტაბილური ჯანმრთელობის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და ლიდერული თვისებების გამოვლენას, მაგრამ დედამიწის ნეგატიური ენერგოველი სხვა ზოდიაქოს ნიშნების მსგავსად თქვენც შეგიქმნით გარკვეულ პრობლემებს. გამოიჩინეთ მეტი მოთმინება და ლოიალურობა გარშემომყოფთა მიმართ, რათა არ გახდეთ კონფლიქტის და სერიოზული დაპირისპირების მიზეზი. არ ღირს სხვათა გაკიცხვა, მეგობრების და კოლეგების საქციელისა და სიტყვების შეფასება, რადგან უმეტესობა თქვენს შენიშვნას მხოლოდ აგრესიით უპასუხებს. თავი შეიკავეთ მოგზაურობისგან და შორ მანძილზე მგზავრობისგან, რადგან მაღალია ტრავმებისა და ავარიების, არასასიამოვნო სიურპრიზებისა და მოულოდნელი სირთულეების ალბათობა. ნახეთ სრულად
ასევე ნახეთ:
„ადამიანებმა გამოავლინეს თავიანთი თავი...“ - თათია შარანგიამ დუმილი დაარღვია
„თუ ცივ თვეებში „მკვდარი“ ზღარბი იპოვეთ..." - ნახეთ გაფრთხილება, თუ როგორ უნდა მოიქცეთ
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც პანიკურად ეშინიათ სიბერის – ნახეთ, ხართ თუ არა მათ შორის