„ვისაც დიდი ხანია შვილის ყოლა სურს, კარგი ამბები ელოდებათ“ – რა ელით ზოდიაქოს ნიშნებს აპრილის მეორე ნახევარში

ჰოროსკოპი

აპრილი შესაფერისი დროა ყველაზე გაბედული გეგმებისა და იდეების განსახორციელებლად, მხოლოდ გჭირდებათ ძალების მოკრება, რომ მათ განხორციელებას შეუდგეთ. თუ უკან არ დაიხევთ და გაბედულად შეუდგებით თქვენი გეგმების განხორციელებას, წარმატება გელით ფინანსურ საკითხებში, ბიზნესის წამოწყებაში და სამეცნიერო პროექტებში.

ვერძი

აპრილი, ზოგადად, ვერძების თვეა. მათ მოუსმენენ, სასიყვარულო ფრონტზე ქარიშხალი ელით, წარმატებას მიაღწევენ, ფაქტობრივად, ყველაფერში: ლატარიებშიც და უძრავი ქონების შეძენაშიც კი. და თუ დიდი ხანია ფიქრობთ, რომ  სხვაგან გადახვიდეთ საცხოვრებლად, ალბათ ამ წლის აპრილზე უკეთესი დრო ღარ გექნებათ. გარდა ამისა, ადვილად გაუძღვეთ საქმეებს, რომლებიც ლიდერის როლსა და ინტელექტუალურ მოღვაწეობას უკავშირდება.

ყველაზე კარგი დღეები: 7, 8, 9, 19.

დღეები, როდესაც ფრთხილად უნდა იყოთ: 5, 6, 12, 13, 20, 26.

კურო

კუროსთვის უმჯობესია აპრილში მკვეთრ, სერიოზულ აქტივობებზე უარი თქვას. ამის ნაცვლად მყარი საძირკვლის აშენება დაიწყეთ: რთული პერიოდი გელით, რომელიც არ „დაგაგდებთ“, მაგრამ შესამჩნევ ცვლილებებს შეიტანს თქვენთვის ჩვეულ, ზომიერ ცხოვრების რიტმში. საინტერესო აღმოჩენები და სიახლეები გელით, მაგრამ, ამავდროულად, ზოგიერთი მეგობარი სამუდამოდ დაუსვამს წერტილს თქვენთან ურთიერთობას.

ყველაზე კარგი დღეები: 11, 12.

დღეები, როდესაც ფრთხილად უნდა იყოთ: 9, 23.

ტყუპი

ტყუპებისთვის აპრილი კარგი პერიოდი იქნება სამომავლო გეგმების დასახვისთვის. ამავდროულად, ეს თვე იმდენად დატვირთული იქნება მოვლენებით, რომ შესაძლოა თავგზა აგებნეთ. ტყუპებს რამდენიმე ახალი ნაცნობობა ელოდება, გარშემო მყოფები კი ახლო მეგობრები გახდებიან. ხელმძღვანელობა საბოლოოდ შეწყვეტს თქვენი გეგმებისა და იდეების შეფერხებას და კარტ ბლანშს მოგცემთ მათ განსახორციელებლად. ტყუპის ნიშნის ქვეშ დაბადებულებს თავისუფლება ელის არა მხოლოდ სამუშაო საკითხებში, არამედ პირად ცხოვრებაშიც, თუმცა მოვლენების ასეთი მშფოთვარე ნაკადის გამო მათ მყუდრო სიტუაციაში თავის შეფარება მოუნდებათ.

ყველაზე კარგი დღეები: 13, 14, 15.

დღეები, როდესაც ფრთხილად უნდა იყოთ: 4,11, 25.

კირჩხიბი

კირჩხიბებისთვის სამუშაო და კარიერული საკითხები უკანა რიგში გადაიწევს და წინ წამოვა პირადი ცხოვრების მოწყობის თემა. აპრილში ახალ ნაცნობებს შეიძენთ, რომელთა შორის თქვენი ცხოვრების მთავარი სიყვარულიც იქნება, მთავარია, რომ ის დროულად შეამჩნიოთ. გარდა ამისა, კირჩხიბებისთვის აპრილი შესანიშნავი დროა შემოქმედებითი განვითარების თვალსაზრისით და ახალი წამოწყებისთვის. მაგრამ საინტერესო ის არის, რომ კირჩხიბებისთვის უმჯობესია ამ თვეში სახლიდან შორს არ წავიდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი უსიამოვნებები ელით. სრულად