როგორი იქნება 2024 წელი, როგორ უნდა შეხვდეთ მწვანე ხის დრაკონის წელს და ვის გაუმართლებს ყველაზე მეტად

წარმატება

აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, 2024 წელი მწვანე ხის დრაკონის წელია. დრაკონი სიძლიერის, კეთილშობილების, იღბლისა და წარმატების სიმბოლოა. მომდევნო წლის მთავარი ფერებია მწვანე და ხისფერი. იმის გამო, რომ აღმოსავლური კალენდარი თარიღების განსხვავებულ აღრიცხვას იყენებს, ახალი წელი, ყოველ წელს განსხვავებულ დროს აღინიშნება და 21 იანვრიდან 20 თებერვლამდე პერიოდში მერყეობს.

როგორ შევხვდეთ მწვანე ხის დრაკონის წელს?

დრაკონს რუტინული, ჩვეულებრივი რაღაცები არ მოსწონს. ამიტომ, უმჯობესია, თუ ბანალურ და მოსაწყენ ნივთებზე უარს იტყვით. გააფორმეთ სახლი ახალი, ნათელი დეკორაციებით. არანაირი სევდა და მოწყენილობა - შეიქმენით დადებითი განწყობა და ახალ წელს ღიმილით შეხვდით.

მთავარია, დადებითი განწყობა შეინარჩუნოთ და მხიარულად იყოთ, იმას, სახლში აღნიშნავთ ახალ წელს, სტუმრად, თუ წვეულებაზე, დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

როგორც უკვე მიხვდით, წლის მთავარი ფერი მწვანე იქნება. აღნიშნული ფერის ყველანაირი ვარიაცია შეგიძლიათ სცადოთ. ღია მწვანიდან დაწყებული, ჭაობისფრით დამთავრებული. გარდა ამისა, დრაკონის 2 ყველაზე საყვარელი ფერი ოქროსფერი და წითელია. ამიტომაც, ახალ წელთან შესახვედრად სამოსის შესარჩევად, სუფრის გასაფორმებლად თუ დეკორაციების შესაქმნელად მწვანეს, წითელს, ხისფერსა და ოქროსფერს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ. უპირატესობა მიანიჭეთ ხავერდის, აბრეშუმის, ატლასის, შიფონის ქსოვილებს.

ჯობს, ოქროს ნივთები მოირგოთ. მაშინაც კი, თუ ოქროთი დამზადებული აქსესუარები არ გიზიდავთ, მცირე დეტალი მაინც აირჩიეთ, რომ წლის მთავარი სიმბოლოს კეთილგანწყობის მოპოვება მოახერხოთ. ასევე, უპირატესობა მიანიჭეთ ოქროსფერ ნივთებს.

დრაკონის სიმბოლო სხვადასხვა ფორმით გამოიყენეთ, ჩართეთ სუფრის გაფორმებასა და სახლის მორთვაში.

ასტროლოგები გვირჩევენ, რომ რაც შეიძლება, გულუხვი სუფრა გავშალოთ. სუფრაზე, მინიმუმ, 12 კერძი უნდა იყოს. მათ შორის, წვნიანი, ბრინჯიანია კერძები, ფორთოხალი, მანდარინი, მწვანე ჩაი.

ჩინური ტრადიციის მიხედვით, ახალი წლის ღამეს წითელ კონვერტში ჩადებული ფულის ჩუქება განსაკუთრებით იღბლიანია და ფინანსურ კეთილდღეობას განაპირობებს.

გახსოვდეთ, რომ დრაკონს სასწაულების მოხდენა შეუძლია. დაგეხმარებათ, რომ მთები გადადგათ და ის საქმეებიც კი, რომლებზეც ხელი ჩაიქნიეთ, უკეთესობისკენ შემოაბრუნოთ. მთავარია, შრომა არ დაგეზაროთ.

ვის გაუმართლებს მწვანე ხის დრაკონის წელს ყველაზე მეტად?

ასტროლოგების თქმით, მომდევნო წელი ვირთხის, მაიმუნისა და მამლის წელში დაბადებული ადამიანებისათვის ყველაზე ხელსაყრელი და წარმატებული იქნება. მწვანე ხის დრაკონის წელს კი ხარის, გველისა და ძაღლის წარმომადგენლებს შესაძლოა, პირად და პროფესიულ საქმიანობაში გარკვეული სირთულეები შეხვდეთ. განსაკუთრებით იღბლიანი დრაკონის წელში დაბადებული ადამიანები იქნებიან. მათ დიდი შანსი აქვთ, რომ რადიკალური ცვლილებები გამოიწვიონ და უკეთესი ყოველდღიურობა შექმნან.