როგორ უნდა გავაცილოთ 2023 წელი? - ნახეთ, რას ამბობს ანზორ ოდიშარია

anzor odisharia

ასტროლოგი ანზორ ოდიშარია გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ სტუმარი იყო.

ვერძი - მთელი წელი კარმული და საბედისწერო იყო, გამოწვევა იყო შეეკავებინა თავისი ენერგია და არ აჰყოლოდა ცდუნებებს, ბევრი აგრესიული პერიოდი იყო ამ წელს.

უნდა დაფიქრდეთ, ხომ არ გაქვთ რაიმე დაუმთავრებელი საქმე, ან აღადგინოთ ურთიერთობა ადამიანთან, რომელსაც გული ატკინეთ.

მშვილდოსანი - ბევრი მშვილდოსნისთვის ეს წელი აღმოჩნდა ახალ გარემოსთან ადაპტაციის პერიოდი. უნდა დაფიქრდნენ, ხომ არ უჭირთ ემოციების და ფიქრების გამოხატვა? მათ მოუწევთ თავიანთ შიშებზე და კომპლექსებზე მუშაობა, რათა შემდეგი წელი იყოს კარიერულად წარმატებული.

ლომი - ლომისთვის ეს წელი ბევრი სტრესი და გულისტკივილის იყო, მათ სჭირდებათ მოიშუშონ ეს იარები და დაუბრუნდნენ იმ ძველ ძალებს და სასიყვარულო ენერგიებს, რომელიც ჰქონდათ. გაიხსენონ რა იყო ამ წელს გულის სატკენი და ხომ არ ჯობია ძველ წელს გაატანონ. შემდეგი წელი იქნება პოზიტივის მომტანი. ძველი წყენების დატოვება არ შეიძლება. 

დეტალურად ნახეთ, ვიდეო: