ცნობილია ახალგაზრდა კაცის ვინაობა, რომელიც საბარგულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა
1785614154
ასტროლოგი რამაზ გიგაური ფეისბუკის პირად გვერდზე მთვარის უკურსო მოძრაობის კალენდარს აქვეყნებს და წერს, რომ ამ კონკრეტულ დროს არასასურველია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება:
„ასტროლოგიაში ე. წ. „მთვარის უკურსო მოძრაობის“ პერიოდი არაეფექტიანად ითვლება. მიჩნეულია, რომ ამ პერიოდში წამოწყებული საქმეები რთულად ან საერთოდ ვერ ვითარდება (ელექციურ ასტროლოგიაში მთვარე - საქმის რეალიზაციაზე მიანიშნებს).
ქვემოთ მითითებული დროის ყველა მონაკვეთი გამოთვლილია თბილისის სასაათო სარტყელის მიხედვით (GMT +4). ბუნებრივია, სხვა სასაათო ზოლში მცხოვრებმა ადამიანებმა დროის შესაბამისი განსხვავება უნდა გაითვალისწინონ.
დროის ამ პერიოდებში რეკომენდებულია, რომ:
* არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები;
* არ შეიძინოთ ნივთები;
* არ დაიწყოთ ახალი საქმე;
* არ დააბანდოთ ან გაასესხოთ ფული;
* არ დადოთ შეთანხმებები;
* არ მოაწეროთ საბუთებს ხელი
ასევე ნახეთ: