მამაკაცები არასდროს ივიწყებენ ამ 4 ზოდიაქოს ნიშნის ქალებს

ჰოროსკოპი

ურთიერთობა, ქორწილი და განქორწინება ეტაპებია, რომლებსაც უმეტესობა ჩვენგანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც გადის. ხშირად შეყვარებული უეცრად იხსენებს მას, ვისთანაც შორეულ წარსულში ურთიერთობა ჰქონდა. ეს მტკივნეულია, არ ვდაობთ. ვმკითხაობთ, რა იყო მასში ისეთი, რომ დღემდე ვერ უშვებს. ასტროფსიქოლოგი  ამბობს რომ საქმე ზოდიაქოს ნიშანშია, რომელიც ყველა წარმომადგენელს გარკვეულ თვისებებს ანიჭებს. 

ლომი

„ქალ ლომში გაერთიანებულია სითამამე, საიმედოობა და წარმოუდგენელი ენთუზიაზმი. კაცზე მაშინვე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს“ – განმარტავს სპეციალისტი. ამ ცეცხლოვანი ნიშნის წარმომადგენელს ყურადღება და კაშკაშა ემოციები სჭირდება. მის გვერდით ყოველთვის საინტერესოა: ენერგიულია და მომთხოვნი, ასევე ნაზი და საიმედო. ქალ ლომს სურს, რომ უყვარდეს და უყვარდეთ. საუკეთესო თვისებების და ქალურობის გამოვლენა არ აშინებს. მასთან ყოფნა ადვილი და სახალისოა. თუ განწყობა არ გაქვთ, ქალ ლომს დაურეკეთ და სამყარო ფერებით აივსება. 

„ოპტიმიზმის და თანდაყოლილი მახვილგონიერების წყალობით კარგი ინტელექტი და იუმორის შესანიშნავი გრძნობა აქვს, ამიტომ პარტნიორის ცხოვრება მასთან დაშორების შემდეგ უფერულდება. მის გონებაში ყველაზე ნათელი მოგონებების წარუშლელი კვალი რჩება“ – აჯამებს ასტროფსიქოლოგი.

ქალწული

ქალწულში გაერთიანებულია სიმტკიცე და უზადო გრძნობიერება. როგორც ჩანს, გამონათქვამი, რომ „ყოველი წარმატებული კაცის უკან ძლიერი ქალია“, მათი წყალობით შეიქმნა. თავის ფასი იცის, ამიტომ იმედი არ გქონდეთ, რომ თავიდანვე ყველა კარტს გადაგიშლით.

„ქალი ქალწული თავიდან ცივი და უემოციო არსება ჩანს, მაგრამ სინამდვილეში მასში ვნებების ქარიშხალი იმალება“ – ამბობს სპეციალისტი.

შეყვარებული ქალწული თავის მამაკაცს თითქმის ერწყმის. მზადაა, არა მხოლოდ გემრიელი საუზმე მოუმზადოს, არამედ მასზე მუდმივად იზრუნოს და უანგაროდ მხარი დაუჭიროს. ქალწული მის ინტერესებს იზიარებს, ამასთან ცოტათი უკან რჩება, შეყვარებულს საშუალებას აძლევს, რომ თავი უფროსად იგრძნოს. ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს მათთვის.

„მისი დახმარება და მხარდაჭერა განვითარების სტიმულს იძლევა. ქალწულთან მამაკაცი თავს ძლიერად, საჭიროდ და შეუცვლელად გრძნობს. ქალწული რჩეულს ეხმარება, შთააგონებს, რომ ბევრ რამეს მიაღწიოს. ამის ერთხელ გამოცდა საკმარისია, რომ ქალწულის ტოლფასიანი შემცვლელი ვერ იპოვოს. დაიტანჯება და ყოფილ შეყვარებულს დიდხანს ვერ დაივიწყებს“ – აჯამებს ექსპერტი.

კირჩხიბი

რომანტიკული კირჩხიბი მამაკაცის ყურადღებას თავისი სისუსტით და სინაზით იზიდავს. თვლის, რომ ასეთი ქალი ოჯახის კერის შესანიშნავი დამცველი გახდება, ამიტომ ასეთი „აღმოჩენის“ გაშვება დაუშვებლად მიაჩნია.

„კირჩხიბი დაუცველი ჩანს, ამიტომ მყისიერად აღვიძებს კაცში ზრუნვის და სიყვარულის სურვილს. ამ ნიშნის ქალი პარტნიორის მიმართ უფრო მგრძნობიარე და ყურადღებიანია, ვიდრე სხვა ნიშნები. სიყვარულს, მიჯაჭვულობას, თანაგრძნობას და ერთგულებას ასხივებს“ – განმარტავს სპეციალისტი.

ვერავინ შეძლებს სახლში ისეთი კომფორტის და ჰარმონიის შექმნას, როგორც კირჩხიბი. მამაკაცი სახლში შესვლისას ყოველთვის დარწმუნებულია, რომ ყოველთვის შეეკითხებიან, როგორ გაატარა დღე, ხოლო სუფრაზე გემრიელი ვახშამი დახვდება. ეს ნიშანი თავისთვის და შეყვარებულისთვის ქმნის „საკუთარ სამყაროს“, სადაც ყოველთვის შეიძლება დაბრუნება, რომ „დაიმუხტო“ და ქაოსურ დღეებს დაემალო.

„ყველაფერი, რასაც ქალი კირჩხიბი პარტნიორისთვის აკეთებს, გულიდან მოდის. გულწრფელად უხარია, როცა მისი ძვირფასი ადამიანი კარგადაა. მამაკაცი ეჩვევა თავისუფალ გარემოს და მარტივ ურთიერთობას, ასეთ თანამეგზურთან ერთად ცხოვრება კომფორტულია. ამ ნიშნის ქალის დაკარგვის შემდეგ იტანჯება და მადლიერებით იხსენებს“ – ამბობს ასტროფსიქოლოგი.

მორიელი

ალბათ, გაოცდებით, როცა ამ სიაში ქალ მორიელს ნახავთ. ამ იდუმალი ზოდიაქოს ნიშნის გარშემო ბევრი ჭორია და ყველა არც თუ ისე სასიამოვნოა. ხშირად გვერდს უვლიან და ეშინიათ კიდეც, მაგრამ ამით მიმზიდველობას არ კარგავს. პირიქით, უფრო ძლიერდება. მამაკაცისთვის მასთან ყოფნა საინტერესოა, რადგან გარეგნული სილამაზის მიღმა შინაგანი ინტელექტი იმალება. ასეთ ქალთან შეგიძლიათ ისაუბროთ ღრმა თემებზე და ამით უნებურად დაახლოვდეთ. ცოტამ თუ იცის, რომ მორიელი ამას მიზანმიმართულად აკეთებს.

„ქალ მორიელს ოსტატურად შეუძლია მამაკაცით მანიპულირება, მასთან დაახლოებით და მოულოდნელად დაშორებით ისევ და ისევ. მასთან ურთიერთობა საქანელას ჰგავს. ადამიანებს კარგად გრძნობს, ტყუილს მაშინვე ამჩნევს. პარტნიორს მარჯვედ მართავს, მის სურვილებს და გრძნობებს მაშინვე ხვდება. საყვარელი მამაკაცისთვის ნამდვილ სასიყვარულო თავგადასავალს აწყობს“ – განმარტავს ექსპერტი.

მისი მგრძნობელობა და სინაზე, რომანტიკულობა და სექსუალურობა გარემოცულია წარმოუდგენელი ვნებით და ქარიზმით, რომელიც მამაკაცს განზე გადგომის და დამკვირვებლის როლში ყოფნის უფლებას არ აძლევს.

„ასეთი კაშკაშა ემოციების შემდეგ განშორება განსაკუთრებით მტკივნეულია და ეს გასაკვირი არაა. მორიელის დავიწყება შეუძლებელია, თუნდაც ურთიერთობა სერიოზულში არ გადაიზარდოს და ხანმოკლე რომანით დასრულდეს“ – აჯამებს ექსპერტი.

წყარო:

ასევე დაგაინტერესებთ:

ასტროლოგები ამ სამ ზოდიაქოს ნიშნას აფრთხილებენ - ნოემბერში შედარებით ფრთხილად უნდა იყოთ

ზოდიაქოს ეს ნიშნები მოულოდნელად შეხვდებიან სიყვარულს - ვის გაუმართლებს ნოემბერში

„ზოდიაქოს 5 ნიშანს სასიკეთო ცვლილებები ელის“ - ნახეთ, ვის უმზადებს სიურპრიზებს 28 ოქტომბრის მთვარის დაბნელება