„იწყება მორიგი რთული პერიოდი...ამ პერიოდში არ იმგზავროთ თვითმფრინავით“ - ასტროლოგის გაფრთხილება

ხათუნა ნოელი

იწყება მორიგი რთული პერიოდი, რომლის შესახებაც მინდა გაგაფრთხილოთ, - ამ შინაარსის პოსტს ასტროლოგი ხათუნა ნოელი აქვეყნებს და მნიშვნელოვან რეკომენდაციებს გვიზიარებს. 

საქმე ეხება მარსისა და ურანის ოპოზიციას კურო-მორიელის ღერძზე, რომელიც უკვე ჩართულია, მაგრამ ფონური ასპექტები დადებითი იყო და შედარებით იოლად გადაგვქონდა. დღეიდან, ეს ოპოზიცია ბევრად უფრო მწვავედ საგრძნობი და შესამჩნევი გახდება, რადგან თანდათან თავის პიკს მიუახლოვდება და თანაც სხვა პოზიტიური ასპექტებიც იკლებენ.

10 ნოემბერს მზე და მარსიც საკმაოდ ახლოს მივლენ ერთმანეთთან, ამ შეერთების პიკი 18 ნოემბერს უწევს, ანუ მზე-ურანის ოპოზიციაც დაგვემატება. პლუს, სატურნისა და მარსის კვადრატურაც გვაქვს... თვის ბოლომდე უმეტესობა ამ ასპექტებისა ძალაში დარჩება... განსაკუთრებით მწვავე პერიოდი უწევს 13 ნოემბრის ახლო-მახლო, რადგან ამ დღეს ახალმთვარეობაა და მთვარის ფაზის ცვლილება ცალკე ძაბავს ვითარებას.

ასეთი დაძაბული ასპექტაციის დროს, მოსალოდნელია როგორც სხვადასხვა ტექნოგენური კატასტროფები, ავარიები, ხანძრები, ისე საომარი ვითარებების გამწვავება. ბევრ ბანკს შესაძლოა კომპიუტერული კოლაფსი შეემთხვეს. საყოფაცხოვრებო დონეზე მოსალოდნელია ტექნიკის მწყობრიდან გამოსვლა, ფინანსური სირთულეები.

ჩემი რჩევაა: ამ პერიოდში, არამც და არამც, ამ იმგზავროთ თვითმფრინავით. მოერიდოთ ხელისუფლებასთან/ კანონის წარმომადგენლებთან/ უფროსობასთან კონფლიქტებს. არ აიღოთ სესხი, ან კრედიტი. არავითარ შემთხვევაში, არ გასწიოთ არანაირი რისკი, მათ შორის ქირურგიული ჩარევებიც ძალზე სახიფათოა. სახიფათოა სიმაღლეზე (სახურავზე, მაღალ კიბეზე, ხეზე) აძრომა, თუნდაც, დაცული გეგონოთ თავი. სიფრთხილით მოეკიდეთ საყოფაცხოვრებო ტექნიკას, დენს.

ეცადეთ ეს დესტრუქციული ენერგია განმუხტოთ ფიზიკური დატვირთვის ხარჯზე, თუმცა ზედმეტი ძალისხმევა აქაც არ ვარგა - შესაძლოა, რომელიმე კუნთი დაიზიანოთ.

განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ იმ ადამიანებს, ვისაც ასცენდენტი, მზე ან მთვარე ჰყავთ კუროს, მორიელის, ლომის ან მერწყულის ნიშნების 16-22 გრადუსებზე. ან გაქვთ მარსის კონფლიქტური ასპექტები, (კვადრატი/ შეერთება/ ოპოზიცია) მზესთან, ურანთან ან სატურნთან“, - წერს ასტროლოგი.

ასევე ნახეთ:

VIDEO: „ეს მოხდება თბილისი-ბათუმის გზაზე“ - გოგა მანიას მორიგი წინასწარმეტყველება

რას მოუტანს ნოემბრის თვის ენერგია თითოეულ ადამიანს, რისთვისაა ეს თვე ყველაზე ხელსაყრელი