პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
11 იანვარს თხის რქის ნიშანში 2024 წლის პირველი ახალი მთვარეა და როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს მოვლენა თითოეულ ადამიანზე განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს. კერძოდ, აღნიშნულ დღეს იპოვით საკმარის მოტივაციასა და ძალას, რომ ცხოვრების განახლებული ეტაპი დაიწყოთ და ძველი სამუდამოდ დაუტოვოთ წარსულს.
2024 წლის პირველი ახალი მთვარე ყველაზე ხელსაყრელი კუროს, ქალწულისა და თხის რქის ნიშნებისთვის იქნება. დიდი შანსია, რომ აღნიშნულ დღეს თქვენს ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილებები დაიწყოს და წარმატებას მიაღწიოთ იმ საქმეში, რომელიც ყველაზე მეტად გინდოდათ, რომ გამოგსვლოდათ. გარდა ამისა, შეგიძლიათ, შეხვდეთ ადამიანს, რომელიც სამომავლოდ არაერთ ბედნიერ დღესა და თავგადასავალს გაჩუქებთ.
ვერძისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულის ნიშნის წარმომადგენლებისათვის 2024 წლის პირველი ახალი მთვარე პირად და ოჯახურ ურთიერთობებში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას განაპირობებს. შესაძლოა, დაქორწინების, ურთიერთობის განსხვავებულ ეტაპზე გადაყვანის გადაწყვეტილება საბოლოოდ მიიღოთ.
ტყუპებისთვის, ლომებისა და თევზებისთვის ეს პერიოდი საკუთარ თავთან განმარტოებისა წარსულის დღეების გადაფასების შესაძლებლობა იქნება. შესაძლოა, აღმოაჩინოთ რაიმე ძალიან მნიშვნელოვანი, იპოვოთ მოტივაცია და რაღაცების შეცვლა, გარდაქმნა გადაწყვიტოთ.
კირჩხიბებისთვის, სასწორებისა და მორიელებისთვის ეს სტაბილურობის ეტაპი იქნება. საკუთარ თავთან ჰარმონიას იგრძნობთ და ნახავთ იმასაც, რომ რასაც აკეთებთ, სწორი და მართებულია.
რა შეიძლება ახალი მთვარის პერიოდში გავაკეთოთ?
2024 წლის 11 იანვარს ახალი მთვარე გაძლევთ შანსს, რომ თქვენი ცხოვრების მომდევნო 12 თვე დაგეგმოთ და მიზნებისა და განსახორციელებელი საქმეების შესახებ ჩანაწერები გააკეთოთ. ასე წარმატების მიღწევა გაცილებით გაგიადვილდებათ.
დრაკონი, აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით, ყველაზე შრომისმოყვარე ნიშანია და ადამიანების თავდადებას განსაკუთრებით აფასებთ. ამიტომაც, თუ გსურთ, რომ წლის განმავლობაში წარმატებას მიაღწიოთ, ახალი მთვარის პერიოდი ნაყოფიერად გამოიყენეთ - წამოიწყეთ ახალი საქმეები, დაიწყეთ რაიმეს შესწავლა, იყავით აქტიური და შრომისმოყვარე. თქვენი მონდომება აუცილებლად დაფასდება... ვრცლად
ასევე ნახეთ: