18 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

ვერძი

კარგი დღეა ახალი ნაცნობობისთვის, საჭირო ადამიანების მოსაზიდად, როგორც რეალურ ასევე ვირტუალურ სივრცეში. შეეცადეთ, ნაკლებად იკამათოთ და არ დაუპირისპირდეთ ახლობლებს.

კურო

ნუ მიატოვებთ დაწყებულ საქმეს შუა გზაზე და მოიძიეთ მოკავშირეები, რათა წარმატებით გაართვათ თავი და ბოლომდე მიიყვანოთ ჩანაფიქრი, თუმცა, ერიდეთ ინტრიგებს. ემოციურად არასტაბილური დღეა, ამიტომ, ეცადეთ, აკონტროლოთ ემოციები.

ტყუპები

შესაძლოა, მწვავე კამათში ჩართვა მოგიწიოთ, თუმცა, ეს საქმისათვის სასარგებლოც იქნება. სასურველია, თავი შეიკავოთ და არ დახარჯოთ ძალა და ენერგია ისეთ საკითხზე, რომელშიც, ნაკლებად ერკვევით, ან თქვენ არ გეხებათ.

კირჩხიბი

შესაძლოა, გავლენიანი ადამიანი გაიცნოთ, რომელიც დიდ ცვლილებებს შეიტანს თქვენს ცხოვრებაში და  მფარველობას გაგიწევთ კარიერულ გზაზე. აკონტროლეთ ემოციები.

ლომი

მეტად იურთიერთეთ იმ ადამიანებთან, რომლებიც სამომავლოდ დაგეხმარებიან თქვენს საქმიანობაში. ნაკლებად იმუშავეთ, მეტად დაისვენეთ და გაერთეთ.

ქალწული

შესაძლოა, სურვილი გაგიჩნდეთ, დაასრულოთ მოსაწყენი დღეები და სხვა ადგილას, ან სხვა სფეროში დაიწყოთ რაიმე სიახლის ძიება, რაც სიხარულსა და ბედნიერებას მოგიტანთ. სჯობს, სხვა დროისთვის გადადოთ ახალი პროექტები, ახლა მეტად ორიენტირდით დასვენებაზე.

სასწორი

შესაძლოა, ახალი შემოსავლის წყარო გაგიჩნდეთ. ფრთხილად მიუდექით ყველაფერს, რაც საქმეს უკავშირდება. სჯობს, ყველა ახალი წამოწყება 21 მარტის მერე დაგეგმოთ.

მორიელი

შესაძლოა, საქმიანი პარტნიორისგან მიიღოთ ახალი წინადადება ან პერსპექტიული შემოთავაზება. არ იჩქაროთ, ყველაფერი აწონ-დაწონეთ. მოუფრთხილდით ჯანმრთელობას.

მშვილდოსანი

იზრუნეთ საკუთარი თავის წარმოჩენაზე, არ თქვათ უარი წვეულებებზე, დღეს კარგი გადაწყვეტილებაა, აქტიური დასვენება.

თხის რქა

შესაძლოა, ახლობელი ადამიანის რჩევამ სულ სხვაგვარად დაგანახვოთ სიტუაცია და მეტი სარგებელიც აღმოაჩინოთ მიმდინარე მოვლენებში, გაითვალისწინეთ, რომ პერსპექტივები იმაზე მოგებიანია, ვიდრე ახლა გგონიათ.

მერწყული

ყურადღება და ზომიერება გამოიჩინეთ ფულთან, ნურც ისესხებთ და ნურც გაასესხებთ, ასევე, სიფრთხილე გმართებთ ღირებულ ნივთებთან, მატულობს დანაკარგების ალბათობა.

თევზები

დღეს უამრავი სიახლე და სასიამოვნო სიურპრიზი გელით. სულ უბრალო საყოფაცხოვრებო საქმეებიც კი შემოქმედებით მიდგომას და საინტერესო გადაწყვეტას მოითხოვს თქვენგან.