ევროპაში მოგზაურობის წესები შეიცვალა - ნახეთ, დეტალები
1754683252
"ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში მის ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ გიორგი ისაკაძემ BMG გაყიდა.
ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, "რუსთავი 2" გიორგი ისაკაძეს დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია უარყო:
"დავით ქართველიშვილ"BMG მხოლოდ ისაკაძის საკუთრებაში არ არის და BMG არ იყიდება, ამ ადამიანს [ქართველიშვილი] და ამ ორგანიზაციას [ხალხის ძალა], არცერთს არ ვიცნობ" - განუცხადა გიორგი ისაკაძემ "რუსთავი 2-ს".
როგორც ქართველიშვილი წერს, - "ნაცმოძრაობის ლიდერებთან ერთად ის უშუალოდ ჩართული იყო ბანკი "ქართუს" გაკოტრების საქმეში და შემდეგ ჩადენილი დანაშაული აღიარა, რითაც შეწყალება და განრიდება მიიღო სახელმწიფოსგან.
შემდეგ ბევრი იწრიალა და ბოლოს ეკონომიკის მიმართულების "მედია" BMG დააფუძნა. ეს ჰოლდინგი წლებია პირდაპირ არის ჩართული ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში, რაც განსაკუთრებით ბოლო წლებში აშკარად, ხელის გულზე დევს" - აღნიშნავს დავით ქართველიშვილი.