VIDEO: „თქვენი სირტაკი, დამთავრდა ძმაო, ახლა ევროპა ჩაკრულოს უსმენს“ - გოგი გოგოლაძის ლექსი ბერძენ ფეხბურთელებს

გოგი გოგოლაძე

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები, პირველად ისტორიაში, ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. სოციალურ ქსელში გავრცელდა გულშემატკივრის ვიდეო, რომელიც მატჩის დასრულების შემდეგ, ემოციისგან ტირის.

როგორც გაირკვა, ვირუსული ვიდეოს გმირი, გოგი გოგოლაძეა, რომელსაც ეროვნული ნაკრების პირველი თამაშიდან მოყოლებული, 90-იანებშიც კი ნაკრების არცერთი თამაში არ გაუცდენია. სურამიდან ბილეთებისთვის თბილისში ჩამოდიოდა, დგებოდა რიგში.

განსაკუთრებულ გულშემატკივარს, სიურპრიზი მოუწყო ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისმა". ავიაკომპანიის დამსახურებით, გოგი გოგოლაძე გერმანიაში გასამართ მატჩზე გაემგზავრება.

გოგოლაძეების ოჯახი პოსტალიონის სტუმრები იყვნენ. სადაც გოგიმ საკუთარი ლექსი წაიკითხა, რომელიც გამარჯვებულ საქართველოს ნაკრებს და ბერძენ ფეხბურთელებს მიუძღვნა.