„უკვე მერამდენე სვეტიცხოვლობაა, რომელსაც ტკივილით ვხვდებით...“ - ნიკო კვარაცხელიას დედის ემოციური პოსტი

იზა ომაძე

სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

როგორც იზა ომაძე წერს, „სვეტიცხოვლობის დღესასწაულის, ტკივილით ხვდება, მაგრამ გალავანს იქით მარადისობა და უსასრულობაა“.

„სვეტიცხოველის გალავანთან თავდება ჩვენი ეპოქის ჩქამი და სინათლე“ (კ.გამსახურდია)
გალავანს იქით კი მარადისობა იწყება 

სათვალავი ამერია უკვე მერამდენე სვეტიცხოვლობაა, რომელსაც ტკივილით ვხვდებით, მაგრამ აკი ავღნიშნე გალავანს იქით მარადისობა და უსასრულობააა მეთქი….

შეგეწიოთ და დაგიფაროთ სვეტიცხოვლის მადლმა, მშვიდობას ვთხოვ უფალს….

გილოცავთ

„დიახ, ხედ მოვალ, მოვალ წვიმად, ისევ ზვარაკად!

მე სვეტიცხოველს შევერწყმები, ზეცად აწვდენილს,

მე იმიერში დავიმკვიდრე მარადისობა,

დედამიწაზე? – გელოდებით სვეტიცხოველში…” (ი.ო)“, – წერს იზა ომაძე.