პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მსახიობი ნატალია ყიფშიძე სოციალურ ქსელში 2023 წელს აჯამებს და ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
„2023 წელს პირველად ცხოვრებაში საკუთარ თავთან დამალული სიტყვები გავაჟღერე. ძლიერად დავეცი და ჩემ თავს გავუწოდე ხელი. მიყვარს ეს წელი რადგან სირთულემ მაპოვნინა ჰაეროვნების შეგრძნება.
2023-ში ჩემი მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები გაღვივდა და მეგონა რომ ვერასდროს გამოვიდოდი ამ ღრმულიდან. დეპერსონალიზაციამ დამავიწყა საკუთარი თავი, სარკეში ვერ ვცნობდი ნატალიას. ალბათ აი ეს სირთულეები გვანდომებს ადამიანებს რომ საუკეთესო ვერსიებად გარდავისახოთ. ყოველი ფოტო რომელიც პოსტში მაქვს გადავიღე იმ მიზეზით რომ დავრწმუნებულიყავი ნატალიას არსებობაში როცა ვიმყოფებოდი უამრავი ხალხის გარემოცვაში.
საკუთარ თავს ვარიდებდი კომფორტის ზონაში ყოფნას და არ შემიძლია აქ არ გადავუხადო ასევე ცვალებადი ნიშნების გუნდს დიდი მადლობა! ზუსტად ამ პერიოდში როდესაც ხალხის შიშით ოთახიდან გამოსვლა არ მსურდა, დამიკავშირდნენ, მიმიყვანეს კასტინგზე, დამამტკიცეს, დავიწყეთ გადაღებები და თერაპიის სეანსი რომ არ გამეცდინა ცალკე აუდიტორია დამითმეს.
2024-ში მინდა ყველას გისურვოთ საკუთარ თავთან მეტი დროის გატარება, გარკვევა იმაში თუ რა არის თქვენთვის ღირებული. მინდა რომ არ გვეშინოდეს და უფრო ღიად ვსაუბრობდეთ მენტალურ ჯანმრთელობაზე, რადგან შეიძლება ამან სხვა ადამიანი დააფიქროს რომ ცვლილება დღეს უნდა დაიწყოს“,- წერს ნატალია ყიფშიძე
ასევე ნახეთ:
პირადი ცხოვრება, ფინანსები და კარიერა - ასტროლოგის გაფრთხილება ზოდიაქოს სამ ნიშანს