20-წლიანი მოლოდინის შემდეგ, წყვილს ტყუპი შეეძინა

ტყუპი

პინეოს კლინიკა სასიამოვნო ინფორმაციას ავრცელებს და ტყუპის დაბადების შესახებ წერს. როგორც პოსტიდან ირკვევა, მშობლები შვილის შეძენას 20 წლის მანძილზე ლოდნენ:

„20 წლიანი მოლოდინის შემდეგ პინეოს კლინიკაში ნია და ნუკა ლუტიძეები დაიბადნენ. დედიკოც და პატარებიც თავს შესანიშნავად გრძნობენ.

ეს არ არის მხოლოდ დაბადება — ეს არის ოცნების ასრულება, მოთმინების, რწმენის და იმედის გამარჯვება. 20 წელი სიჩუმეში, ხანგრძლივ მკურნალობაში, ბევრ მცდელობაში, ლოცვებში და უსაზღვრო მოლოდინში… და აი, დღეს ყველაფერი, ჩვენთან ერთად, ფერად რეალობად იქცა. 
ექიმი: ზაზა სინაურიძე“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.