„ბოლო რამდენიმე წელია, ლარი მართლაც შესაშურ სტაბილურობას იჩენს“ - ნათია თურნავა

ნათია თურნავა

„ბოლო ორი წელი, ლარი მართლაც შესაშურ სტაბილურობას იჩენს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყოველთვის ერთგულები ვართ ლარის მცურავი გაცვლითი კურსის პოლიტიკის,“ - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ პარლამენტში, ეროვნული ბანკის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც თურნავამ განაცხადა, ლარის კურსის სტაბილურობას ჯანსაღი, სტაბილური, მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები განაპირობებს.

„ლარის სტაბილურობა არ არის მხოლოდ ჩვენი მონეტარული პოლიტიკის შედეგი, ეს არის სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს შედეგი. თავად ეკონომიკა, ჯანსაღი, სტაბილური, მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები განაპირობებს ლარის კურსის სტაბილურობას,“ - აღნიშნა თურნავამ.