შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

შუქი

„თელასის“ ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 19 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება სამგორის რაიონში:

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 02:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი -3 I, IV მიკრორაიონების, ვაზისუბნის I, II, IIა, III, IV მიკრორაიონების, ვაზისუბნის დასახლების, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ზურაბ პატარიძის, პილსუდსკის,  ვაზის, ჯუმბერ ლეჟავას, შალვა მშველიძის, შანდორ პეტეფის, ხელოვანთა, დავით კვაჭანტირაძის, ნიკო მუსხელიშვილის და კუპრაძის  ქუჩების მოსახლეობას. 

„თელასის“ ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 20 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება ვაკის რაიონში:

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, თენგიზ აბულაძის, რიგის, შოვის, თაქთაქიშვილის, რაზმაძის, ყიფშიძის, ირაკლი აბაშიძის, კავსაძის, ფალიაშვილის, არაყიშვილის, მოსაშვილის, ლევან მიქელაძის, წყნეთის, ყვარლის, ლეოპოლდ ბილფელდის, გაბაშვილის და ზურაბ ავალიშვილის ქუჩების მოსახლეობას. 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.