ამ ქუჩებზე შუქი მთელი დღით ჩაქრება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

შუქი

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 16 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, - ინფორმაციას ,,თელასი" ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. 

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მოსახლეობას. 

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, აეროპორტის დასახლების (ნაწილობრივ), ზემო ალექსეევკის დასახლების, შალვა დოლიძის, იგოთის, კაცხის და შალვა ლოლაძის ქუჩების მოსახლეობას. 

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), მარშალ გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), დიღმის მასივის I კვარტლის (ნაწილობრივ), პეტრიწის, მეფე არჩილის და დიდგორის ქუჩების მოსახლეობას. 

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), სამტრედიის, სტანისლავსკის, ვახუშტი ბაგრატიონის, ფოთის და ქუთაისის ქუჩების მოსახლეობას. 

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფეიქართა, შეშელიძის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ბადრი კობახიძის, თეთრი ტბის, გიორგი ბაბილოძის, ნუგზარ კალანდაძის, ხუდია ბორჩალოელის, ხოჭის ტბის, ომარ ხიზანიშვილის, რამაზ გოგიაშვილის, თეიმურაზ ბატონიშვილის და ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძის ქუჩების მოსახლეობას. 

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ახმეტის, მღვდელი თეოდორე ჩიხლაძის, გუთნის, ხახანაშვილის და წინანდლის ქუჩების მოსახლეობას. 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ასევე ნახეთ:

დემნა გვასალიამ აბაზანის პირსახოცის ქვედაკაბა შექმნა, რომლის ფასი 925 დოლარია

გადადის თუ არა შვილებზე მშობლის ცოდვა - მამა საბა ჭიკაიძის განმარტება

„ეს სილამაზე ჰოლივუდში უნდა ენახათ...“ - კირა ანდრონიკაშვილის ახალი ფოტოები სოციალურ ქსელს იპყრობს