მჯერა, რომ უკრაინას გადარჩენაში ვეხმარები - დონალდ ტრამპი
1745942630
ამ კვირაში, ვენერა ვერძის ზოდიაქოში გადადის. ეს პერიოდი ხელს უწყობს ახალი რომანების დაწყებას, პირად საზღვრებზე მუშაობას და ფინანსური ინიციატივების გაძლიერებას.
მიუხედავად იმისა, რომ ვენერა ვერძში თავისი ბუნებრივი მდგომარეობით არ არის, მისი გავლენა მაინც ძლიერია, რადგან ვერძი მარსის მმართველობაშია, რაც ენერგიულობასა და მოქმედებისკენ მიდრეკილებას განაპირობებს.
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი აღნიშნული პერიოდის სამ ფავორიტ ნიშანს ასახელებს.
„ამ კვირაში სიყვარულის, ხელოვნების მმართველი პლანეტა ვენერა გადაინაცვლებს ვერძის ზოდიაქოში. ეს ნიშნავს, რომ სამი ტოპ ნიშანი გამოიკვეთება სასიყვარულო-პარტნიორული ურთიერთობების კუთხით. სხვათა შორის, შეიძლება, ფინანსური კუთხითაც გამოკრან ხელი ძალიან საინტერესო პროექტებს. ესენია: ვერძი, ლომი და მშვილდოსანი,“ - აცხადებს ასტროლოგი.